12:03, Monday, 13.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ

02.06.2004

საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ

ტრეფიკინგთან ბრძოლა უფრო და უფრო  სარისკო ხდება.

2004 წლის 26 მაისს ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, სცადეს გიმნაზიიდან გაეტაცათ საერთაშორისო კავშირის “მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებების  და უსაფრთხოების დაცვის ცენტრის“ თავმჯდომარის ბ-ნ ნუგზარ სულაშვილის ქალიშვილი, 11 წლის სალომე სულაშვილი. ეს ინციდენტი გიმნაზიის პედაგოგებისა და პოლიციის მუშაკთა დროული ჩარევის შედეგად იქნა აღკვეთილი.

არალეგალური მიგრაციისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა დღითიდღე უფრო სახიფათო ხდება. თავისუფლად მოსიარულე კრიმინალები კი საფრთხეს უქმნიან არამარტო საზოგადოებას, არამედ ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლ ცალკეულ პიროვნებებსაც. ბ-ნი ნუგზარ სულაშვილი - “მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრის“ (FCRS) თავმჯდომარე არაერთხელ გამხდარა ტრეფიკერთა აგრესიის მსხვერპლი. 2004 წლის 26 მაისს კი ადგილი ჰქონდა მისი ქალიშვილის, 11 წლის სალომე სულაშვილის გატაცების მცდელობას სასწავლებლიდან, რომელიც პედაგოგების და პოლიციის ჩარევით იქნა აღკვეთილი. იქამდე კი არაერთგზის ყოფილა მუქარის ზარები ორგანიზაციის თანამშროლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ. 

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2004 წლის 18 მაისს გაზეთ “ახალი ვერსიის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისათვის FCRS-ის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა პარლამენტის დეპუტატების მონაწილეობას არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში და ტრეფიკინგში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისათვის მიერ (შეგნებულად თუ შეუგნებლად) დაშვებულმა პრეცენდენტმა, ანუ იმ ფაქტმა, რომ კონფიდენციალური მასალა საჯაროდ გამოქვეყნდა პრესის საშუალებით, შედეგად მოჰყვა FCRS-ზე აგრესიის ახალი ტალღის აგორება. თრეფიკერთა მაფიური კლანების შეშფოთების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სავარაუდოდ იყო ის, რომ ასეთი პრეცედენტის შემდგომ შესაძლებელი გახდებოდა მათი ვინაობის საჯაროდ გამოქვეყნება. დამნაშავეთა წრე კატეგორიულად მოითხოვდა და ამჟამადაც მოითხოვს, რომ FCRS-მა გაანადგუროს მის ხელთ არსებული დოკუმენტები და ინფორმაცია, რომელიც ტრეფიკინგსა და არალეგალურ მიგრაციაში მხილებულ მაღალჩინოსნებს ეხებათ.

ბ-ნი ნუგზარ სულაშვილი ადანაშაულებს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს, რომელმაც საჯარო გახადა კონფიდენციალური ინფორმაცია.  ამასთანავე, იგი ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ დაიცვან მისი უსაფრთხოება, თუმცა, სახალხო დამცველი ვერანაირ გარანტიებს ვერ იძლევა. ნუგზარ სულაშვილი აცხადებს, რომ დაირღვა გაეროს კონვენციის 24-ე მუხლი ტრანსნაციონალული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ადამიანის ტრეფიკინგისა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანის შესახებ.

საერთაშორისო კავშირი “მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებების დაცვის ცენტრი“ საქართველოში ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ფარდა ახადა საქართველოში ტრეფიკინგის ტაბუდადებულ თემას და საზოგადოებას აცნობა ის რეალური საშიშროება, რომელიც ათიათასობით ადამიანს ემუქრება.

FCRS-ის ტრფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ სხვადასხვა დროს მოიპოვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოში ტრეფიკინგით დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმიანობას და გამოამჟღავნა ის ფაქტი, რომ საქართველოში ტრეფიკინგისა და არალეგალურ მიგრაციას მფარველობდა სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების მაღალჩინოსანთა მრავალრიცხოვანი მაფიური კლანი.

FCRS-მა დაარსა ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარი და სარეაბილიტაციო ცენტრი და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში რამოდენიმე ათას ადამიანს გაუწია სხვადასხვა სახის უფასო დახმარება და ეს ყველაფერი კეთდებოდა მაშინ, როდესაც FCRS-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა საკმაოდ სერიოზული დისკრიმინაციული, ვანდალური აქტები.
2000 წლის 12 მარტს საინიციატივო ჯგუფის ოფისიდან დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს მნიშვნელოვანი მასალები.
2000 წლის 4 ნოემბერს კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც მიდიოდა სასამართლო პროცესზე, სადაც უნდა დაეცვა ტრეფიკინგით დაზარალებული მოქალაქის ინტერესები, თავს დაესხნენ უცნობი პირები და წაართვეს სასამართლო პროცესზე წარსადგენი დოკუმენტაცია.

2001 წლის 2 იანვარს კავშირის თავმჯდომარეს ბ-ნ ნუგზარ სულაშვილს ოჯახის წევრებთან ერთად თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები დოკუმენტაციის გატაცების მიზნით, ხოლო ამ ფაქტიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ნუგზარ სულაშვილი და მისი ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ ხელოვნურად შექმნილი ავტო ავარიის მსხვერპლნი, რის შედეგადაც დაშავებულები აღმოჩნდნენ საავადმყოფოში.

2001 წლის 14 აგვისტოს ქ. თბილისის აეროპორტში კავშირის თავმჯდომარეს ბ-ნ ნუგზარ სულაშვილს სპეცსამსახურის თანამშრომლებმა წაართვეს კონფედენციალური დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა ტრეფიკინგს, რის შემდგომაც სისტემატიურად ხდებოდა მისი დაშანტაჟება.
2002 წლის 13 მაისს თავს დაესხნენ FCRS-ის თანამშრომელს ბ-ნ იოსებ სულაშვილს, რომელსაც მიაყენეს სხეულზე სერიოზული მძიმე ტრამვები და გააფრთხილეს კატეგორიულად, შეეწყვიტა ურთიერთობა აღნიშნულ ორგანიზაციასთან.
2002 წლის 15 ივლისს შეიარაღებული პირები შეიჭრნენ კავშირის თავმჯდომარის ბ-ნი ნუგზარ სულაშვილის საცხოვრებელ ბინაში, სადაც იგი იმყოფებოდა მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მათ ემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით. მეზობლებისა და შემდგომ პოლიციის სწრაფმა რეაგირებამ ისინი იხსნა რეალური საფრთხისაგან.
ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, თუმცა დღემდე არ არის დასჯილი არცერთი დამნაშავე. უფრო მეტიც, კავშირის თავმჯდომარესა და ორგანიზაციის თანამშრომლებს სისტემატიურად უკავშირდებიან დაუდგენელი პირები. მათ და მათი ოჯახის წევრებს ემუქრებიან ფიზიკური განადგურებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შურისძიების მიზნით, ტრეფიკერებმა სცადეს კავშირის თავმჯდომარის ბ-ნი ნუგზარ სულაშვილის შვილის 11 წლის სალომე სულაშვილის გატაცება, რამაც ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.  მშობლებმა ბავშვი უსაფრთხო ადგილას გადამალეს, რის გამოც სალომეს მოუწია სასწავლო პროცესის ნაადრევი შეწყვეტა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.

ადამიანები, რომლებიც მრავალი წლების მანძილზე სხვათა უფლებებს იცავდნენ და ათასობით სხვა ადამიანთა სიცოცხლე იხსნეს საფრთხისაგან, დღეს მაფიური კლანების მხრიდან თავად აღმოჩნდნენ სერიოზულ საფრთხეში. ოჯახის წევრები შეშფოთებულნი არიან მომხდარის გამო, მთავრობა კი უსაფრთხოების გარანტიებს ჯერ-ჯერობით ვერ იძლევა.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი მოუწოდებს ყველას სოლიდარობა გამოუცხადოს ორგანიზაციას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: მალხაზ ნიკოლეიშვილი
2010-12-16 13:14
გამარჯობათ. ვცხოვრობ თბილისში იძულებით გადაადგილებული სოხუმიდან. ამჟამად ვარ გლდანში უშიშროების აკადემიის საერტო საცხოვრებელში. თელასი აყენებს სოჩიკებს მაგრამ რამოდენიმე სართულზე მოიპარეს კაბელები დგეს მოვიდნენ მატი წარმომადგენლები და გამოაცხადეს რომ ჩართავენ მხოლოდ იმ სართულებს რომლებიც არ არის დაზიანებული ხოლო დანარჩენებს კი დატოვებენ უ შუქოდ გაურკვეველი ვადით. ჩვენ ვთვლით რომ ეს არის ჩვენი უპლებების უხეში დარგვევა გთხოვთ დახმარებას
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC