კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

OMCT მოითხოვს მოლაშვილის გათავისუფლებას

30 სექტემბერი, 2004

OMCT მოითხოვს მოლაშვილის გათავისუფლებას

მიმართვა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს

ბ-ნო პრეზიდენტო,

წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნოს (OMCT), წამების საწინააღმდეგო არასამთავრობო ორგანიზაციათა მსოფლიოს უდიდეს ქსელს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა (HRIDC), რომელიც არის OMCT-ის ქსელის წევრი, მოაწოდა ინფორმაცია 2004 წლის 24 აპრილს თბილისიში კონტროლის პალატის ყოფილი შეფის ბ-ნი სულხან მოლაშვილის უკანონო პატიმრობის, დაკავებისა და წამების შესახებ.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2004 წლის 24 აპრილს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საკუთარი ნებით გამოცხადდა გენერალურ პროკურატურაში მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ხელისუფლება აპირებდა მის დაკავებას. ამავე დღეს იგი გენერალური პროკურატურიდან გადაიყვანეს შს თბილისის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში. მისივე განმარტებით, იმავე დღეს იგი აწამეს ელექტროშოკითა და სიგარეტის ნამწვავების ტანზე ჩაქრობით, რომლის ნაკვალევიც მოლაშვილს დღესაც ეტყობა სხეულზე. პარალელურად მასზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნოკოლეიშვილმა დაადასტურა ეს ინფორმაცია განაცხადა რა, რომ ბ-ნი მოლაშვილი „დათრგუნულია და იმყოფება საშინელ ემოციურ მდგომარეობაში“. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ის დაზიანებები, „რაც ჩანს საკმაოდ მნიშვნელოვანია და დადასტურებული“.
მოლაშვილი წამების ფაქტს ორთვენახევარი უარყოფდა. როგორც ჩანს, მას ჰქონდა იმედი, რომ მისი წამების შესახებ ინფორმაციის გაუვრცელებლობა დაეხმარებოდა მას საპატიმრო ადგილას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და თავისუფლების მოპოვებაში.

რაც შეეხება მის ოფიციალურ ბრალდებას, სულხან მოლაშვილს ბრალად ედება კონტროლის პალატის თავჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას 37201 ლარის განაწილება პრემიის სახით საკუთარი თანამშრომლებისათვის. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებიდან დღემდე მოლაშვილის მიმართ ფაქტიურად არ ჩატარებულა არავითარი საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც პირადად იგი მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან ჯერ იყო მოთხოვნა, რომ მას გათავისუფლების საფასურად გადაეხადა გარკვეული თანხა (დაახლოებით 1 მილიონი დოლარი), ხოლო შემდეგ - მოთხოვნა, რომ შეეძინა და სახელმწიფოსთვის “ნებაყოფლობით“ გადაეცა წავკისში მდებარე ის დიდი აგარაკი, რომელიც მოლაშვილის დაკავებისთანავე პროკურატურამ მოლაშვილის საკუთრებად გამოაცხადა და ტელევიზიითაც აჩვენა (სინამდვილეში ამ სახლის მფლობელი სრულიად სხვა პიროვნებაა, რომელსაც არავითარი კავშირი მოლაშვილთან არ აქვს).  14 ივლისს კი პროკურატურამ სულხან მოლაშვილი 3 მილიონის გაფლანგვაში დაადანაშაულა.

ამას გარდა, როგორც გადმოგვცეს, მოლაშვილი 4 ივლისს გადაყვანილ იქნა მე-7 საპყრობილეში (შინაგან საქმეთა სამონისტროს შენობაში) და განათავსეს პატარა, ბნელ საკანში აუტანელ პირობებში, სადაც არ იყო წყალი და არც სკამი.

მიუხედავად საქმეში ისეთი ექსპერტების ჩართვისა, როგორიცაა ნანა კაკაბაძე (ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი) და მათიას იორში (ევროსაბჭოს მონიტორინგის საბჭოს ხელმძღვანელი), სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ოდნავ თუ შეიცვალა, რაც იმაში გამოიხატა, რომ რემონტი გაუკეთდა იმ საკანს სადაც ის იმყოფება; გაიყვანეს ელექტრო ენერგია და ამბობენ, რომ წყალსაც გაუყვანენ საკანში.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქის პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა მოლაშვილის წამების ფაქტზე უპასუხა, რომ იგი არ უწამებიათ და რომ ინფორმაცია იყო ცრუ. ვალერი გრიგალაშვილი და იუსტიციის სამინისტროს სამკურნალო დაწესებულების უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია პატიმართა ჯანმრთელობაზე, სკეპტიკურად მიუდგნენ მსხვერპლის სამედიცინო შემოწმების საკითხს. როგორც გადმოგვცეს, ვალერი გრიგალაშვილმა ივლისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლაშვილის სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და რომ გამოძიება დაადგენს დაზიანებათა მიზეზებს. გამოძიება დაიწყო 2004 წლის 5 ივლისს.

OMCT-ს სურს გამოხატოს ღრმა შეშფოთება სულხან მოლაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობის გამო და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას კანონიერი ბრალდების უქონლობის გამო, თანახმად საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტებისა. ან იმ შემთხვევაში თუ არსებობს მისი ბრალდების იურიდიული საფუძველი, გასამართლდეს მიუკერძოებელი და კომპეტენტური სასამართლოს წინაშე და უზრუნველყონ მისი პროცედურული უფლებების დაცვა ნებისმიერ დროს და შემთხვევაში. OMCT საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ასევე მოითხოვს უზრუნველყონ, რომ სულხან მოლაშვილის სხეულზე აღბეჭდილი დაზიანებების მიზეზების დადგენის მიზნით მიმდინარე გამოძიება წარიმართოს სრულყოფილად და მიუკერძოებლად, რათა დადგეს შესაბამისი სასამართლო პასუხისმგებლობის საკითხი და მიმართონ სისხლის სამართლისა თუ ადმინისტრაციულ სანქციებს, რაც გათვალისწინებულია კანონით და უზრუნველყონ მსხვერპლი შესაბამისი კომპენსაციით.

დიდი მადლობა ყურადღებისადმი აღნიშნული საკითხის მიმართ.

პატივისცემით,

ერიკ სოტასი,
დირექტორი

ახალი ამბები