20:36, Thursday, 21.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პოლიციის მოწმეები ახმეტის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ

02.05.2006
პოლიციის მოწმეები ახმეტის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ


 

პოლიციის მოწმეები ახმეტის პოლიციის უფროსს და მის მოადგილეებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ამხელენ. მათი თქმით, პოლიციის უფროსი ლევან შაშიაშვილი მათ შანტაჟისა და მუქარის გზით სიყალბის დამოწმებას აიძულებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დევნით ემუქრებათ.

პავლე ფარნაოზიშვილი არ უარყოფს, რომ იგი პოლიციის მოწმეა და მას და მის მეგობარს ლევან შათირიშვილს დაახლოებით 15 საქმეში მაინც აქვთ მონაწილეობა მიღებული. "სულ პირველად მოვიდნენ და მთხოვეს, რომ ჩხრეკას ვატარებთ და მოწმე გვჭირდება, იქნებ დაგვეხმაროო. პოლიციელები იყვნენ და წინააღმდეგობა არ გამიწევია, დავთანხმდი. ვისაც ჩხრეკდნენ, ვერაფერი უპოვეს, მაგრამ ბოლოს ნარკოტიკი "აღმოუჩინეს". შესაბამისი ოქმი შეადგინეს, მე და კიდევ ერთ სხვა მოწმეს ხელი მოგვაწერინეს. მეორედ რომ მითხრეს, მოწმედ გამოგვყევიო, ისევ გავყევი, რადგან პოლიციის თანამშროლები დამემუქრნენ, თუ არ წამოგყვები, ჯართს რომ იბარებ, ხელს შეგიშლითო. მესამედ უარი ვთქვი, რის გამოც პოლიციაში დამიბარეს. პოლიციის უფროსი დაჭერითაც დამემუქრა," - აღნიშნავს პავლე ფარნაოზიშვილი.

პოლიციის მოწმე სამართალდამცავთა მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ერთ კონკრეტულ ფაქტსაც ასახელებს. "2004 წლის 29 აგვისტოს ახმეტის პოლიციის უფროსის მოადგილემ მიბრძანა, რომ ჩხრეკაზე უნდა წავყოლოდი. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. პოლიციელები ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხალაწანში ვინმე ცათიაშვილის სახლს ჩხრეკდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ბოლოს ყველა გარეთ გამოგვიყვანეს, ოთახში მხოლოდ ცათიაშვილის ახალგაზრდა შვილი დარჩა. ახმეტის პოლიციის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსმა ჩხრეკა ხელმეორედ ჩაატარა. როგორც გავიგეთ, ცელოფანში შეხვეული ნარკოტიკი თვითონ დადო ფანჯარაზე და თვითონვე ამოიღო, რაც ოთახში მყოფმა, ცათიაშვილების ოჯახის წევრმა დაინახა და პოლიციელის მიმართ პროტესტი მაშინვე გამოთქვა. პოლიციელმა მას თავში იარაღი ჩაარტყა... ნარკოტიკის ამოღებაზე ოქმი სად შეადგინეს არ ვიცი. პოლიციაში რომ მივედით ხელი ძალით იქ მოგვაწერინეს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი რომ გაიმართა, მოწმედ მაშინაც გამომიძახეს. სასამართლოზე სიმართლე ვთქვი, რის გამოც მალევე პოლიციაში წამიყვანეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, რამდენიმე დღე გამომამწყვდიეს კიდეც. საკნიდან მხოლოდ მას შემდეგ გამომიშვეს, რაც სასამართლოზე მიცემული ჩვენება შემაცვლევინეს," - აცხადებს პავლე ფარნაოზიშვილი.

ახმეტის პოლიციის უფროსი ლევან შაშიაშვილი მისდამი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. "ჩვენ არავის ვაშანტაჟებთ. ასეთი შემთხვევები არ ყოფილა. მოწმე პავლე ფარნაოზიშვილის გვარი-სახელი მსმენია, მაგრამ მე, ძალით, მოწმედ არსად წამიყვანია. სასამართლო პროცესზე შეიძლება ვინმემ ძალით რაიმე ათქმევინა, მაგრამ ჩვენ არავის არაფერს ვაიძულებთ და საერთოდ, ასეთ შეკითხვებს რატომ მაძლევთ?"

ახმეტელი სამართალდამცავების მიერ მოქალაქეებზე ზეწოლის შესახებ საუბრობს "ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის" კახეთის ოფისის იურისტი ლია ხუროშვილიც. "ახმეტის რაიონის პოლიციის თანამშრომლები რომ ადამიანის უფლებებს არღვევენ და უფრო მეტიც, ფეხქვეშ იგდებენ, ამას რაიონში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენებიც მოწმობს. პავლე ფარნაოზიშვილის გარდა არსებობენ კიდევ სხვა ადამიანები, რომელთაც ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა სხვადასხვა გზით, ძირითადად კი "გაფუჭების" მუქარით, არაერთხელ აიძულეს სასურველი ჩვენების მიცემა და მოწმეობა", - აღნიშნავს იურისტი ლია ხუროშვილი.
 
საგულისხმოა, რომ "ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბარში აღნიშნულ ინფორმაციას პოლიციის სხვა მოწმეებიც ადასტურებენ, მაგრამ მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების თავიდან აცილების მიზნით,  ხმამაღლა არაფერს ამბობენ.   

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC