15:17, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დღეს წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი საერთაშორისო დღეა

26.06.2006
დღეს წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი საერთაშორისო დღეა


თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა  26 ივნისს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისი დღე აღნიშნეს. საქართველოს გარდა ამ დღეს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანა ეხმიანება. წამების წინააღმდეგ პროტესტს ყველა ქვეყნა თავისებურად გამოხატავს. თბილისში გამართული აქცია კი 25 ივნისს ღამე დაიწყო და 26-ში სიმბოლურად უშიშროების სამინისტროს ყოფილ შენობასთან დასრულდა.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმანტაციო ცენტრი“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“, „თანასწორობის ინსტიტუტი“ -  ეს ის ორგანიზაციებია, რომელთაც 25 ივნისს შარდენის ქუჩაზე სანთლების მდუმარე აქცია „თენდება“ მოაწყვეს. 26-ში კი ვერის პარკში გადაინაცვლეს და წამების საწინააღმდეგო პლაკატები და წამების იარაღები გამოფინეს. მოგვიანებით კი უშიშროების სამინისტროს ყოფილ შენობამდე ავტომანქანებით წამების მსხვერპლთა მხარდამჭერი სიგნალებით ჩაიარეს. 

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, წამების მხრივ საქართველოში სიტუაცია უარესდება. უჩა ნანუაშვილი: „საქართველოში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებმა იმატა. ეს გამოწვეულია თუნდაც იმ ფაქტით, რომ რეალურად, სასჯელაღსრულების და პოლიციის სისტემები დახურულია საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგის განხორციელება შეუძლებელია, ფაქტები მეტყველებს რომ საქართველოში წამების შემთხვევებმა იმატა. იმატა იმ განცხადებების რაოდენობამაც, რაც ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში დაფიქსირდა. წამების 3 სახის მსხვერპლი არსებობს: წინასწარი დაკავების საკნებში, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ომის დროს წამებული ხალხი და ჩეჩნეთიდან ლტოლვილები“.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მიზანია წამების მსხვერპლთათვის ყურადღების მიქცევა: „საქართველოში წამების მსხვერპლნი არსებობენ და მათ გარკვეული მხარდაჭერა სჭირდებათ. არადა, საქართველოში მათი კომპენსაციის შესახებ არანაირი კანონი არ არსებობს. გვინდა, რომ ამ რეალური პრობლემის შესახებ ხელისუფლებასა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ.“

როგორც წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენელი ნატო ზაზაშვილი აცხადებს: „ჩვენ ვმუშაობთ დევნილებთან და ლტოლვილებთან, რომლებმაც საომარი კონფლიქტის დროს წამება გამოიარა. სავალალო მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ არიან მიტოვებულები.
არადა, ეს ის ხალხია, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ასეთ ადამიანებს ჩვენ ვთავაზობთ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ყოველთვის, ნებისმიერი მთავრობა ცდილობს, ასეთი ფაქტები არ გამოააშკარაოს, აქედან გამომდინარე, სტატისტიკა არ არსებობს. მოიმატა თუ დაიკლო ვერ ვიტყვი, ფაქტია, რომ წამება იყო და არის. რაც შეეხება წამების იარაღებს, ეს არის
ეგრეთწოდებული „ტელეფონი“ როცა ყურებში ერთდროულად ურტყამენ, ასევე ქუსლებზე „დუბინკის“ დარტყმა, ასევე ელექტროშოკი და ცელოფნის პარკით დახრჩობა. ასევე დევნილებისგან ვიცით, რომ რკინის ყუთში სვამენ ადამიანს და ყველა მხრიდან რკინის ჯოხებს ურტყამენ. ამას უფრო  ჩეჩენი ლტოლვილებისთვის იყენებდნენ.“ 

გაეროს კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით:  „წამება აღნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც პირს განზრახ მიადგება ძლიერი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი ან ტანჯვა იმ მიზნით, რომ მისგან ან მესამე პირისგან მოპოვებული იქნეს რაიმე ინფორმაცია ან აღიარება.“    

„თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი წამებაში განსაკუთრებულად შსს-ს ამხელს და ამბობს, რომ ყველაზე მეტად ადამიანთა უფლებები ამ უწყებაში ირღვევა: „სამწუხაროდ, წამების მხრივ, სიტუაცია უარესდება. რევოლუციის პერიოდში წამების შემთხვევების მკვეთრი მატება იყო. შემდეგ ერთი პერიოდი დაიკლო, მაგრამ წლინახევრის განმავლობაში ისევ მაღალია.  სამწუხაროა, რომ ამ მხრივ ამ ხელისუფლებამ წინამორბედს გაასწრო. წამების შემთხვევებს აქვს ადგილი როგორც წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ასევე საპატიმროებში. მთავარი ლიდერი კი შსს-ა. ამის ნათელი მაგალითია სანდრო გირგვლიანი.“

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC