00:39, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მთიანი რეგიონები შეღავათების გარეშე დატოვეს

07.08.2006
მთიანი რეგიონები შეღავათების გარეშე დატოვეს


საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა ხელისუფლებისგან უპატრონოდ მიტოვებას უჩივის და შველას ითხოვს.  თუ მათი პრობლემები ახლო მომავალში არ გადაწყდა, ცენტრალური ხელისუფლების მმართველობის გაუქმებით, ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონისა“ და ცენტრალური გაზსადენის პარალიზებით იმუქრებიან. მთავარი პრობლემა, რასაც მთის მოსახლეობა ჩივის, მთის კანონის შეჩერებაა, რომელიც მათ სხვადასხვა შეღავათებს აძლევდა.

კანონის მიხედვით, რომელიც დღეს არ მუშაობს, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ბართან შედარებით პრივილეგიები ჰქონდა. ეს იყო განსხვავებული პენსიები - პენსიონერები პენსიის პარალელურად  ხელფასებსაც ღებულობდნენ; მაღალი ხელფასები - მასწავლებელთათვის სპეციალური დანამატები და სოციალური გარანტიები; აბიტურიენტებისთვის შეღავათები; გადასახადებზე განსხვავებული ტარიფები და სხვა.

რადგან ეს ყველაფერი პარლამენტის გადაწყვეტილებით შეჩერებულია, მთის დაცლა კატასტროფულად იზრდება. მძიმე სოციალური პირობების გამო, მოსახლეობა ბარში გადასახლდა, მასწავლებლების სიმცირის გამო კი სკოლები იხურება. იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა, სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთი და თუშეთი - ეს ის რეგიონებია, რომლებიც პარლამენტის გადაწყვეტილებამ დააზარალა.

მთის მოსახლეობის თქმით, თუ შეღავათები არ ამოქმედდა, მთიანი რეგიონები მთლიანად დაიცლება. „ისეთ საკითხებს ეხებიან, რომ იძულებულები ვართ ხმა ამოვიღოთ. ვერავინ იტყვის, რომ საჩხერე მაღალმთიანი ზონა არ არის. 1999 წელს, როცა კანონს ღებულობდნენ, ჩვენი მხარდაჭერა ძალიანაც სჭირდებოდათ და არაერთი წერილი დაგვაწერინეს, რომ მაღალმთიანი ზონებისთვის დახმარებები გამოეყოთ. ახლა რატომ გაგვიუქმეს ეს შეღავათები? დაბალმთიანები გავხდით, ბარში გადავსახლდით, ზღვის დონემ აიწია, გავფულიანდით, არ გვიჭირს თუ რა ხდება? ვითხოვთ, ის დაგვიბრუნონ, რაც გვეკუთვნოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას კარგი არაფერი მოჰყვება“, - ამბობს საჩხერის მოსახლეობა.

იგივე პრობლემა აქტუალურია სვანეთშიც.  როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეღავათი ის იყო, რომ მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის ოპერაციები უფასო იყო: „სვანეთზე მაღალი ზონა თუ არსებობს, არ ვიცი. ალბათ ვინც კანონი გააუქმა ეს არ იცის. რას გვერჩიან, თუ შეღავათები დაგვინიშნეს, ახლა რატომ გვიუქმებენ? ეს შევარდნაძისდროინდელი სიკეთე რადგან არის, ამიტომ მის მოსპობას ცდილობენ? ვინც შეღავათით სარგებლობდა, ძალიან დაზარალდა. მაგალითად, ერთ-ერთი შეღავათი იყო ის, რომ ოპერაციები უფასო გვქონდა. დღეს კი ამის საშუალება არ გვაქვს. ჩვენთან ფული ძალიან ჭირს, ოპერაციებს საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება, რაც ჩვენ არ გვაქვს. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს, უნდა მოვკვდეთ?“

პრობლემა აქტუალურია რაჭაშიც. როგორც პედაგოგები აცხადებენ, თუ მათ შეღავათები არ შეუნარჩუნდებათ, მთაში ვერავინ დააკავებს. არსებულ პრობლემებს საქართველოს პარლამენტში მთიანი რეგიონის წარმომადგენელი დეპუტატებიც აღიარებენ. როგორც მესტიის რაიონის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ გვითხრა, მის რაიონში იმდენი პრობლემაა, არ იცის რომელზე გაამახვილოს ყურადღება: „მოშლილია თითქმის ყველაფერი და სვანეთი არავის აინტერესებს. არ აწუხებთ, რომ სოფლებში არ არის წყალი, სკოლები იხურება, პოლიკლინიკა არ არსებობს და სხვა. სკოლებში პედაგოგების ნაკლებობაა. ადრე კი მათი ხელფასები მაღალი იყო და პედაგოგები სხვადასხვა რაიონებიდან მოდიოდნენ. დღეს 30-40 ლარად სვანეთში არავინ მოდის. თუ პედაგოგი არ წამოვიდა, უშგულში ნასწავლმა ბავშმა თბლისის სკოლებში დამთავრებულ მოსწავლეებს კონკურენცია როგორ უნდა გაუწიონ? არანაკლები პრობლემებია ჯანდაცვის სიტემაში.“

იგივეს ამბობს საჩხერის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელბახიანიც. მისი თქმით, 3 წელია მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი არ მუშაობს, რის გამოც, მოსახლეობა უძმიმეს მდგომარეობაშია. პარლამენტის რეგიონული მართვისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტში კი ამბობენ, რომ კანონი კი არ გაუქმებულა, ის დროებით შეჩერდა.

„როცა კანონი მივიღეთ, მაღალმთიანი რეგონების განსაზღვრის მთავარი კრიტერიუმები იყო რეგიონების სიმაღლე, მოსავლიანობა, მიწების სიუხვე და სხვა. სამწუხაროდ, მაშინ საკმაოდ დუხჭირი ცხოვრება იყო და ჩამონათვალში ბევრი ისეთი რაიონი მოხვდა, რომელიც არ უნდა მოხვედრილიყო. მათ შორის წყნეთი და ფუნიკულიორიც. ამ მიზეზით გადაწყდა, ახალი კანონი მიგვეღო, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა რეალურად ვის ეკუთვნოდა შეღავათები. სანამ ახალ კანონს მივიღებთ, შეღავათების მოქმედება შეჩერებულია. ახალი კანონით, მაღალმთიანობის განსაზღვრის ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება სიმაღლე 1000 მეტრზე ზევით, ბუნებრივი გარემო, ეკონომიური და დემოგრაფიული მდგომარეობა,“ - ამბობს კომიტეტის წევრი მარინა მოლოდინი.

როგორც კომიტეტში ამბობენ, ახალი კანონით, მაღალმთიანი რეგიონების ჩამონათვალიდან ბევრი ამოვარდება. მათ შორის ერთ-ერთი ბორჯომის ხეობაა. მოსახლეობა კი კანონის ამოქმედებას ელოდება და თუ მათი რაიონს შეღავათები არ მიენიჭა, საპროტესტოდ დედაქალაქისკენ აპირებენ დარაზმვას.   

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC