00:37, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თბილისში ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების ფონდი გაიხსნა

11.08.2006
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო „სენი“ - ტრეფიკინგი კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს, საქართველოში დღემდე არ არსებობდა პროგრამა შესახებ კანონი მხოლოდ 2006 წლის 1 ივნისს მიიღო. მის მიხედვით, წელს საქართველოში პირველად გაიხსნა „ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელწიფო ფონდი“, რომელიც მსხვერპლთათვის 1000 ლარიან ფულად კომპენსაციებს გასცემენ და მათ სამედიცინო მომსახურებასაც უფასოდ გაუწევენ.
 

ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც მისი დირექტორი მარინა მესხი ამბობს, ამ ეტაპისთვის ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასახმარბლად ფონდში 80 000 ლარი არსებობს, თუმცა, ფიქრობს, რომ თანხის ოდენობა მომავალ წელს კიდევ გაიზრდება. ამ თანხის გარდა, მსხვერპლთა სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამისთვის 20 000 ლარი დაიხარჯება.

მარინა მესხი: „ამ თანხაში შედის მსხვერპლათათვის კომპენსაციები და ასევე თავშესაფთრისთვის გარკვეული სახსრების გაღება. თავშესაფარს ნაწილობრივ UNICEF-ი და USAID-ი აფინანსებს. 2008 წელს კი თავშესაფრის შენახვა მთლიანად ფონდმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. 80 000 ლარიდან
უშუალოდ მსხვერპლთა კოპენსაციისთვის გაწერილია 15 000 ლარი. ამ ეტაპზე კომპენსაციის გაცემის ზუსტი ინსტრუქცია არ გვაქვს და ამ საკითხზე ვმუშაობთ. თითო მსხვერპლისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ფულადი დახმარება. თანხის გაცემა მას შემდეგ მოხდება, როცა დადგინდება, რომ ის ნამდვილად მსხვერპლია.“

ფონდის ხელმძღვანელის თქმით, 1000 ლარიანი კომპენსაცია არსებული სტატისტიკისა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით განისაზღვრა.
„წინა მაჩვენებლით,  წელიწადში დაახლოებით 43 მსხვერპლი გვყავდა. ვვარაუდობთ, რომ მომავალში მათი რაოდენობა გაიზრდება, რადგან ფაქტების გამოვლენა მოხდება. ამას კი ხელს სწორედ ის გარემოება შეუწყობს, რომ მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები უმჯობესდება. რაც შეეხება მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას, ამ ვალდებულებას კანონმდებლობა მსხვერპთა დაცვის უწყებათშორის კომისიას ანიჭებს. კანონის მიხედვით, ამ კომისიას უნდა ჰყავდეს მუშა ჯგუფი, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მინიჭებით იქნება დაკავებული. ამის შემდეგ კი ფონდიდან სათანადო თანხა გაიცემა.“

უცხოეთის გამოცდილებით, მსვერპლს, რომელიც კომპენსაციას მიიღებს, სხვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ შეუძლია. საქართველოს კანონმდებლობით კი, გამონაკლისი შემთხვევები არსებობს.

„თუ სახეზე გვყავს როგორც ტრეფიკერი, ისე მსხვერპლი, ამ შემთხვევაში მსხვერპლი მისგან ითხოვს მორულაური, მატერიალური და სხვა სახის ზიანის ანაზღაურებას. თუ გვყავს მხოლოდ დაზარალუბელი და არ გვყავს ადამიანებით მოვაჭრე, ამ შემთხვევაში, ის კომპენსაციას ფონდიდან მიიღებს.
თუ მას მატერიალური თუ მორალური ზიანი აუნაზღაურდა, მაშინ კომპენსაციას ვერ მიიღებს. თუ ჯერ კომპენსაცია მიიღო და ტრეფიკერის დაკავება მერე მოხდა, მათ შეუძლიათ მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოითხოვონ“, - ამბობს მესხი.

რაც შეეხება მსხვერპლთა თავშესაფარს, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მისი მდებარეობა საქართველოშიც გასაიდუმლოებული იქნება. მსხვერპლნი თავშესაფარში ფონდის დახმარებით მოხვდებიან. თავშესაფრის გარემონტება უკვე დასრულდა და ის რამდენიმე დღეში გაიხსნება. ის 10 ადგილიანი იქნება.

საქართველო ითვლება როგორც ტრეფიკინგის სატრანზიტო ისე მიმწოდებელ ქვეყანად. საქართველს მოქალაქეები ძირითადად ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან თურქეთში, საბერძნეთში, გერმანიასა და დუბაიში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრე ნალბანდოვის ინფორმაციით, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნები ევროპაში გასასვლელად იყენებენ. მაგალითად არსებობს ასეთი მარშრუტი უზბეკეთი-საქართველო დუბაი.

რაც შეეხება საქართველოს როგორც მიმწოდებელ ქვეყანას, შემდეგი მიმართულებები არსებობს:  საქართველო-თურქეთი; საქართველო-თურქეთი-საბერძნეთი; საქართველო-თურქეთი-გერმანია; საქართველო-იტალია; 
საქართველო-ესპანეთი.

ტრეფიკინგის შემთხვევების სტატისტიკა ჩვენთან არ არსებობს. რაც შეეხება ამ ბრალდებით აღძრულ სს საქმეებს, არცთუ ისე დადებითი სურათია:  2003 წელს 2 სს საქმე აღიძრა; 2004 წელს 16 საქმე; 2005 წელს - 24 საქმე; 2006 წელს კი  7 საქმე.

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC