14:24, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვინ მფარველობს ჯგუფს, რომელმაც ნახევარი გორი უმუშევარი დატოვა?

20.08.2006
ოქრუაშვილისა და მერაბიშვილის ინტერესი გორის ბამბეულის კომბინატში

25_agv_vin_mfarvelobs.gifოქრუაშვილი და მერაბიშვილი შიდა ქართლში გავლენის მოსაპოვებლად რომ ერთმანეთის ებრძვიან, დიდი ხანია ფაქტია. ოფიციალურად ამ ორი გავლენიანი ძალოვანის დაპირისპირება პოლიციაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების გატარების დროს გამოიკვეთა. თუკი ოქრუაშვილი მერაბიშვილისგან შერისხულ ალეკო სუხიტაშვილს და მის ხალხს მფარველობს, რომელიც შს ამჟამინდელმა მინისტრმა კონტრაბანდის ბიზნესში ბოლოს და ბოლოს ამხილა, მერაბიშვილი იმ ხალხს იცავს, რომელიც ოქრუაშვილმა ჯერ კიდევ რევოლუციამდე სახელმწიფო ქონების განიავებაში, მიტაცებაში და კრიმინალში დაადანაშაულა.

საქმე იმაშია, რომ როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი 2003 წლის დასაწყისში გორში გამოგზავნეს და ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის ლიდერობა უბოძეს, პირველი ვისაც იგი დაუპირისპირდა, იყვნენ იმდროინდელი ,,აღორძინების“ გორის ორგანიზაციის წევრები. გორის ,,აღორძინებას“ ბამბეულის ქსოვილების კომბინატის აწ უკვე ყოფილი დირექტორი გელა ჩხეიძე ხელმძღვანელობდა. გელა ჩხეიძის ძმა პაატა ჩხეიძე ქალაქის გამგებელი იყო. ოქრუაშვილი გორელებს ჰპირდებოდა, რომ როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდოდა, ბამბეულის ქსოვილების კომბინატის დამანგრეველებს, მათ შორის ჩხეიძეებს, პასუხს აგებინებდა. მართლაც, ოქრუაშვილმა გენპროკურორობის და შს მინისტრობის დროს ჩხეიძეებს, როგორც ოქრუაშვილი ამბობდა, „ყოფა უტირა“.

კერძოდ, 2004 წლის გაზაფხულზე ბამბეულის ქსოვილების კომბინატის დანგრევის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ეჭვმიტანილის სტატუსით გელა ჩხეიძე პროკურატურაში დაიბარეს. ჩხეიძე პროკურატურაში არ ცხადდებოდა და, შესაბამისად, სამართალდამცავებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს. ბამბეულის ქსოვილების კომბინატი 1996 წლიდან მთლიანად დაანგრიეს. ქარხანაში არსებული ინვენტარი, ძვირადღირებული დაზგები, ლითონები და სამშენებლო მასალები, აჭარის გავლით, თურქეთში გადიოდა. ოქრუაშვილს ყველაზე მეტად აინტერესებდა, თუ რატომ შეისყიდეს ჩხეიძეებმა და მისმა მეგობრება სს „ლაინი“ (ბამბეულის ქსოვილების კომბინატი) მიზერულ ფასად – სულ 201 000 ლარად მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი დაზგის ღირებულება შეადგენდა ამდენ თანხას. 1996 წელს სს „ლაინი“ ნულოვან აუქციონზე იქნა გაყიდული და ჩხეიძეების მიერ ამ ფასად შესყიდული.

ზუსტად იმ დროს, ვიდრე გელა ჩხეიძის მიმართ ოქრუაშვილის უწყება ძებნას გამოაცხადებდა, გელა ჩხეიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ იგი სულ ორი წლის განმავლობაში 1996-98 წლებში იყო „ლაინის“ დირექტორი. მისი თქმით, მისი დირექტორობის პერიოდში „ლაინი“ არ დანგრეულა. უფრო მეტიც, პროდუქციას ვუშვებდით და ევროპაში ჯილდოც კი მივიღეთო. გელა ჩხეიძის შემდგომ „ლაინის“ დირექტორი იყო ნუკრი გელაშვილი, რომელიც აღმოჩნდა ამჟამინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დეიდაშვილი.

გელა ჩხეიძე ასევე იმასაც ამბობდა, რომ „ლაინის“ ნულოვან აუქციონზე გატანა იმდროინდელ რწმუნებულის აპარატში და სახელმწიფო კანცელარიაში მოკალათებულ პირების ინტერესებში შედიოდა. ამ უწყებებს მაშინ ბადრი ხატიძე და ირაკლი ბოჭორიძე ხელმძღვანელობდნენ. გელა ჩხეიძის თქმით, თურმე იმ პროექტებს, რომლებსაც „ლაინის“ ხელმძღვანელობა ამუშავებდა, სახელმწიფო კანცელარიაში ხატიძე-ბოჭორიძე ბლოკავდა, რის გამოც საწარმო იძულებული გახდა გაკოტრებულიყო და მასზე დარიცხული ჯარიმა ქარხნის დაზგა-დანადგარების და სამშენებლო მასალების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხებით დაეფარა.

მიუხედავად ამისა, ოქრუაშვილი ჩხეიძეს იმ დრომდე არ შეეშვა, ვიდრე ამ უკანასკნელმა საკმაოდ სოლიდური თანხა, 30 000 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ არ გადაიხდა, რის შემდეგადაც ძებნა პოლიციის ზედამხედველობით შეიცვალა. გავრცელებული ცნობით, გელა ჩხეიძეს იმაზე მეტი თანხა გადაახდევინეს, ვიდრე ეს ოფიციალურად არის დაფიქსირებული. მაშინდელი შიდა ქართლის პროკურორი დავით წითური კი ცოტა ხანში მოხსნეს.

სამაგიეროდ, ხელი არ, თუ ვერ დაადეს „ლაინის“ კიდევ ერთ დირექტორს ნუკრი გელაშვილს. გორში ყველა ამბობს, რომ ნუკრი გელაშვილი მერაბიშვილის წყალობით გადარჩა. უფრო მეტიც, ერთი თვის წინ გორში მყოფ შინაგან საქმეთა ამჟამინდელ მინისტრს ნუკრი გელაშვილი მასპინძლობდა, რაც ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოზე კარგად სჩანს. როდესაც ვანო მერაბიშვილი შს მინისტრი გახდა, „ლაინის“ საქმე ჩაიფარცხა და დღემდე აღარც პოლიციელები და აღარც პროკურორები არ სწუხან იმაზე, თუ რატომ განიავდა გიგანტი საწარმო, სადაც მთელი გორის მოსახლეობა მუშაობდა.

სამაგიეროდ, მხარის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა გელა ჩხეიძის ძმა, პაატა ჩხეიძე „დააჩოქა“. პაატა ჩხეიძეს ჯერ ქალაქის გამგებლის პოსტი დაატოვებინეს, შემდეგ კი მთელი ოჯახით იძულებული გახადეს იგი საერთოდ გორიდან წასულიყო. ქალაქის ყოფილი გამგებელი გორის უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტის დეკანი გახდა, თუმცა მიხეილ ქარელის დაჟინებული მოთხოვნით, პაატა ჩხეიძე გორის უნივერსიტეტიდანაც წავიდა. რაკიღა პოლიცია და პროკურატურა აშაკარად ფარცხავდა „ლაინის“ საქმეს, გუბერნატორმა ქონების მართვის სამმართველოს მეშვეობით, ჩხეიძეებს ყველა ის პოლიკნილიკა და შენობა წაართვა, სადაც კი ჩხეიძეებს ხელი მიუწვდებოდათ. ჩხეიძეები გამოემშვიდობნენ გორის ბავშვთა პოლიკნილიკას „ჯანმრთელი მომავალი“, რომლის ხელმძღვანელიც იყო პაატა ჩხეიძის მეუღლე. ქონების მართვის სამმართველოს მიხეილ ქარელის კადრი ხელმძღვანელობს. შესაბამისად, იქ მერაბიშვილს ხელი არ მიუწვდებოდა, რითაც გაძნელდა ჩხეიძეების დაცვა. ერთი კვირის წინ ბავშვთა პოლიკნილიკა „ჯანმრთელი მომავალი“ პაატა ჩხეიძის მეუღლემ გაყიდა. პაატა ჩხეიძემ გორში საცხოვრებელი სახლიც გაყიდა და გორი დატოვა.

ერთი სიტყვით, ირაკლი ოქრუაშვილმა და მიხეილ ქარელმა ის საქმე ბოლომდე მიიყვანეს, რასაც ისინი რევოლუციამდე გორის მოსახლეობას ჰპირდებოდნენ. სხვათა შორის, ოქრუაშვილმა გორელების გული სწორედ „ლაინის“ დამანგრეველებზე გალაშქრებით მოიგო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სს „ლაინში“ 5 000-ზე მეტი გორელი ადამიანი მუშაობდა. 5 000 ოჯახის გულის მოგება კი ადვილი საქმე როდია. საუბრობენ იმასაც, რომ ჩხეიძეების და გელაშვილის მოცილებით ოქრუაშვილი და ქარელი „ლაინს“ ხელში ჩაიგდებდნენ, თუმცა ეს საქმე ძალოვან სტრუქტურაში ვანო მერაბიშვილის მოსვლის შემდეგ მათ ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ლაინი
2015-04-16 16:46
ლაინთან დაკავშირებულ პერიპეტიებს გაცილებით ახლოს ვიცნობ, მოტანილი ფაქტებიდან ბევრი არ შეესაბამენა სინამდვილეს მთავარი კი ისაა, რომ ბამბეულის კომბინატი არავისაც რომ არ დაენგრია, მაინც გაკოტრდებოდა, რადგან მთელი სამრეწველო ციკლი ნედლეული მასალების შემოტანიდან გასაღების ბაზრამდე, დაფუძნებული იყო დაფუძნებული იყო საბჭოთა კავშირის ინტეგრირებულ ეკონომიკურ კავშირებზე
სახელი: გელა
2015-04-09 18:10
საბა შეგიძლია თქვენს სტატიაში მითითებული რომელიმე თარიღი ან ციფრი რაიმე მტკიცებულებით გაამყარო?მე თუ სურვილი გექნება სიამოვნებით გავიხსენებ,თქვენთან ერთად ფაქტებს და მოვლენებს.(ამ სტატიის არსებობა არ ვიცოდი აქმდე,გუშინ მომაწოდეს და ვიცინეთ)მითხრეს რომირას და მიშოს თანაუგრძნობ.არ მჯერა.თუ დამპატიჯებ ოფისში გეწვევი,სიცხადის შესატანად და გასაცნობად.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC