კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი სასამართლო დარბაზში დააკავეს

16 ნოემბერი, 2006

sasamartlo.gifგუშინ, ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი გოჩა შერვაშიძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. პროკურატურა მას „უკანონოდ გასხვისებული მიწების გამო“ ედავება. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურა შერვაშიძესთან საპროცესო გარიგებაზე არ მიდის და მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. გოჩა შერვაშიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდებულის ადვოკატის, რამინ პაპიძის თქმით, შერვაშიძე ბრალდებულად უკანონოდ ცნეს: „საქმე ეხება გონიო-კვარიათში ასლან აბაშიძის დროს უკანონოდ გასხვისებულ მიწებს. წელს, აგვისტოში გონიოს საკრებულომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, მაგრამ ხელვაჩაურის რაიონის საჯარო რეესტრმა იგი დროულად არ დაარეგისტრირა. უკანონოდ გასხვისებული მიწების მესაკუთრეებმა ამით ისარგებლეს და ეს მიწები გაყიდეს. დღეს საჯარო რეესტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას და არა გამგებლისა. ამ დროს კი უდანაშაულო ადამიანს გოჩა შერვაშიძეს, იჭერენ“.

იმჟამად, ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი ბიულეტენზე იმყოფებდა. გოჩა შერვაშიძის მეუღლე, ლალი ზაქარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია და იგი უმრავლესობის ფრაქციას ხელმძღვანელობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელვაჩაურის გამგებლად გოჩა შერვაშიძის დატოვება ისედაც საეჭვო იყო, თუმცა მის დაპატიმრებას პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „რესპუბლიკელი“ მურმან დუმბაძე. იგი სასამართლო პროცესს ესწრებოდა. „პროკურატურამ შერვაშიძეს ზოგადი ბრალდება წაუყენა, რომ დროზე რატომ არ გამოავლინა უკანონოდ გასხვისებული მიწები. ასე თუ წავალთ, ყველა ყოფილი გამგებელი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძეც დასაჭერია“, - პროცესის შემდეგ განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები