კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰერების გასაჭირი, რომელიც ხელისუფლებას ვერ შეასმინეს

22 იანვარი, 2007

ingilo.gifდედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები ერთი წელია საინგილოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნას ითხოვენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, შეხვდნენ პატრიარქს, პარლამენტის წევრს ელენე თევდორაძეს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, გამართეს საპროტესტო აქციებიც, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე დღის წინ, ჰერებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტების დახმარებით, რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

სასამართლოში სასარჩელო განცხადების შეტანამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ოფიციალური წერილები მოიძიეს, საიდანაც გაირკვა, რომ არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საქართველო - აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ხიდის ჩაკეტვას კანონიერ სახეს მისცემდა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ხიდი, რომელიც შპს „დედოფლისწყაროს წყალკანალის“ ბალანსზეა, განკუთვნილი იყო წყალსადენის მომსახურებისათვის და მსუბუქი ავტოტრანსპორტის მიმოსვლისათვის. წყალსადენი დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა ნაკლები სიმძლავრით. წყალსადენის მილის დიდი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. წყალსადენის უკეთ მომსახურებისათვის 1993 წელს ნაწილობრივ გარემონტდა ხიდის სავალი ნაწილი. მას შემდეგ ხიდი არ შეკეთებულა და ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია. 2005 წლის 31 დეკემბერს ხიდი ჩაიკეტა, რის შესახებაც რაიონის გამგეობისთვის არც წერილობით და არც ზეპირსიტყვიერად არავის უცნობებია“ - აღნიშნავს დედოფლისწყაროს გამგებელი გელა იაკობაშვილი.

 ჟურნალისტი: ბატონო გელა, საიდან იცით, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია?
გელა იაკობაშვილი: ასე მითხრეს. არ მახსოვს ვინ მითხრა. ამის შესახებ შემოწმების აქტი ან სხვაგვარი დოკუმენტი არ არსებობს.
ჟ: მაშინ, რატომ არ ატარებენ ინგილოებს საინგილოში აღნიშნული ხიდის საშულებით?
გ.ი. საქართველოს საზღვარს სასაზღვრო პოლიცია აკონტროლებს და რა დირექტივებს აძლევენ და რატომ აფერხებენ მიმოსვლას სამთაწყაროს ხიდთან მდგარი მესაზღვრეები, რაიონის გამგეობისთვის უცნობია. ეს საკითხი გამგეობის კომპეტენციას არ განეკუთვნება და ჩვენგან არანაირ შეფერხებას ადგილი არა აქვს.

შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამთაწყარო-მუღანლოს დამაკავშირებელ ხიდზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატარება, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ფინანსური პოლიციის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა: „არანაირი სახის ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი ხიდის დახურვის თაობაზე არ არსებობს. მიზეზად სახელდებოდა ხიდის ტექნიკური გაუმართაობა. ხიდის ჩაკეტვის შესახებ დროულად არ იქნა ინფორმირებული აზერბაიჯანული მხარე, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა – ხიდის დახურვა ფეხით მოსიარულეთათვის. ხიდზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება სასაზღვრო პოლიციის კომპეტენციაში არ შედის და დღემდე შესაბამისი სამსახურების მიერ არანაირი სამუშაოები არ ტარდება“ - აღნიშნავს საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს საზღვრის დაცვის განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი ვალერი დათუნაშვილი.

ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოში, სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. „სოფელ სამთაწყაროში, მდინარე ალაზანზე არსებული ხიდის ვარგისიანობისა და მისი ექსპლუატაციის საკითხი ფინანსური პოლიციის კომპეტენციაში არ შედის“- აცხადებს სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაზა თომაძე.

ჟურნალისტი: ბატონო ზაზა, თუ აღნიშნული საკითხი თქვენს უწყებას არ ეხება, მაშინ რატომ ცხადდებოდით სამთაწყაროში მოსახლეობის მიერ გამართულ ყველა აქციაზე?
ზაზა თომაძე: არავინ არსად არ ცხადდებოდა.
ჟ: როგორ, თქვენი უფროსი ზურაბ ავაზაშვილი არ იყო, სპეცრაზმელებს, ჟურნალისტების თანდასწრებით, ინგილოების აქციის დაშლა რომ უბრძანა?
ზ.თ: არ ვიცი, ნახვამდის.

ხიდის ჩაკეტვასთან კავშირს უარყოფენ პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც. რწმუნებულის პირველი მოადგილის ზურაბ ბეჟანიშვილის თქმით, ხიდის ჩაკეტვა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს #318 ბრძანებულებით დამტკიცებული რწმუნებულის კომპეტენციის ფარგლებს სცდება. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, ხიდის ჩაკეტვას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უკავშირებს. „ჩვენს ხელთ არსებული მიმოწერიდან გამომდინარე, სოფელ სამთაწყაროში, მდინარე ალაზანზე არსებულ ხიდზე შესაძლებელია მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება, რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2005 წლის 15 დეკემბრის წერილით დასტურდება“ - გვითხრა საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა მ. ირემაშვილმა.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სამთაწყაროს საბაჟოს უფროსის გიორგი კარკაძესთან ერთად საბაჟო დეპარტამენტის წერილში ნახსენები ხიდი დაათავლიერეს. აღმოჩნდა, რომ იგი საერთო სარგებლობის გზების ქსელში არ შედის და თავის დროზე მდინარე ალაზანზე წყალგამტარი მილის გადასატარებლად იყო აშენებული. დეპარტამენტისთვის უცნობია მისი ტვირთამწეობა, მაგრამ თავისი გაბარიტებიდან და ვიზუალური დათვალიერებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მასზე შესაძლებელია მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება, ხოლო ავტოტრანსპორტის გატარება კი ყოვლად დაუშვებელი, რადგანაც არ შეიძლება გამოირიცხოს მისი ნებისმიერ დროს ჩანგრევა.

იმის გათვალისწინებით, რომ ხიდი საერთო სარგებლობის გზების ქსელში არ შედის, მასზე მოძრაობის აკრძალვა არ არის დეპარტამენტის ფუნქცია და უფრო მეტად ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივას განეკუთვნება“ - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილში.

მიუხედავად ამისა, როგორც სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ხიდის ჩაკეტვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა უწყებებმა, საბაჟო დეპარტამენტმა და ფინანსურმა პოლიციამ მოითხოვეს. ამან კი მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

„მიგვაჩნია, რომ ვიღაცას არა მარტო ჩვენი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში შეგნებულად ჩაყენების, არამედ ჩვენი ფიზიკური განადგურების სურვილიც ამოძრავებს. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწყობრიდან გამოსული გზის, მისივე ცუდი მდებარეობისა და სიშორის გამო შეუძლებელი ხდება დედოფლისწყაროს რაიონში ჩვენი მიმოსვლა. ამიტომ სამედიცინო დახმარებისთვისაც კი აზერბაიჯანში გავდიოდით, სადაც საჭირო დახმარებას ყოველთვის ვღებულობდით. ხიდის ჩაკეტვის შემდეგ კი დედოფლისწყაროდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის საათნახევრით დაგვიანებით ჩამოსვლის გამო, ფუტკარაძეების 6 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ზამთარია და ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. იძულებულები გავხდით სასამართლოსთვის მიგვემართა, რათა ჩვენი უფლებები დავიცვათ“ - აცხადებენ დარიკო სარდალაშვილი, გურამ ტარტარაშვილი, შოთა ნადირაშვილი, თემურ თამაზაშვილი, მაია საკანელაშვილი და სხვები. მათივე თქმით, ინგილოებს უკანონოდ ეზღუდებათ როგორც თავისუფალი მიმოსვლის, ასევე კონსტიტუციით გარანტირებული და სხვა საერთაშორისო ნორმებით აღიარებული რწმენის თავისუფლება და ნორმალური ადამიანური ცხოვრების უფლება. 
მოსარჩელეთა ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ლია ხუროშვილი იცავს. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სარჩელით, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში რამდენიმე დღის წინ წარადგინეს, ზეპირი ადმინისტრაციული აქტის არარა აქტად ცნობას ითხოვენ.  სასამართლოში მოპასუხე მხარეს შპს „დედოფლისწყაროს წყალკანალი“, სასაზღვრო პოლიცია, საბაჟო დეპარტამენტი და ფინანსური პოლიცია წარმოადგენს.

დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა 24 იანვარს 12 საათზეა დანიშნული.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები