კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

135 მუშა 2 წლის სახელფასო დავალიანებას ითხოვს(ნაწილი I)

12 მარტი, 2007

ჟურნალისტური მოკვლევა

gzab.gif

შპს „საქართველოს გზების სამშენებლო კომპანიის” 135 მუშა-მოსამსახურე კომპანიას 2 წლის სახელფასო დავალიანებას ედავება და სასამართლოში ჩივის. მართალია, მათ არაერთი სასამართლო ინსტანცია მოიარეს, თუმცა, სამართალს ვერ პოულობენ. ამჯერად მათი ბედი უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

პრობლემა ის არის, რომ მუშები შესრულებული სამუშაოსთვის ხელშეკრულებით გათვალსწინებულ ანაზღაურებას ითხოვენ, კომპანია კი ვალს არ აღიარებს. 135 ადამიანის დავალიანება კი დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება დავის ისტორიას, ის 2002 წლიდან იწყება. სწორედ ამ დროს შეიქმნა შპს „ვირაჟი“, სადაც აღნიშნული ადამიანები მუშაობდნენ. ისინი სამუშაოზე საქართველოს „შრომის კანონთა კოდექსის“ 19-ე მუხლის შესაბამისად წერილობითი ხელშეკრულებით მიიღეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასოცდათხუთმეტივე მუშა-მოსამსახურეს თითქმის ერთმანეთის იდენტური ისტორია აქვს. ყველანი, ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად დაიქირავეს, შემდეგ კი ხელფასი არ გადაუხადეს. ერთ-ერთის ისტორია კი ასეთია: „2002 წლიდან „ვირაჟში“- შემდუღებლად ვმუშაოდი. დღემდე აქ ვმუშაობ, მაგრამ ამ კომპანიას ახლა სხვა სახელი ჰქვია - „საქართველოს გზების სამშენებლო კომპანია“ და სხვა ადამიანები მართავენ. ეს კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს. დაქირავების დღიდან ძალიან ცოტა თანხას გვიხდიდნენ. ყოველი 2-3 თვის შემდეგ 100-150 ლარს გვაძლევდნენ. კონტრაქტში ხელფასის რაოდენობაც გვეწერა, იმის ნახევარსაც ვერ ვღებულობდით. ჩემი ხელფასი დღეში 20 ლარს შეადგენდა. ამ ეტაპისთვის ჩემი სახელფასო დავალიანება 1500 ლარია. როგორც გითხარით, მე ახლაც ვმუშაობ, თუმცა ეს ახალი კომპანიაა, რომელსაც „ვირაჟი“ შეუერთდა. ეს კომპანია ძველის სამართალმემკვიდრეა. რაც შეეხება ვალებს, არაერთ სასამართლო ინსტანციას მივმართეთ,  მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ როგორც ირკვევა, მათ სერიოზული მფარველი ჰყოლიათ და ჯერჯერობით არაფერი გამოდის. სამწუხაროდ, ხელშეკრულება არ გაგვაჩნია, რადგან, ის ხელშეკრულებები, რაც არსებობდა, ახალმა კომპანიამ სადღაც გააქრო. ის ვალების გადახდას არ აპირებს. ამბობენ, თანხები „ვირაჟის“ ხელმძღვანელობამ მიითვისა და ჩვენ რატომ უნდა ვიხადოთო.“

„ვირაჟი“ 2003 წლის 21 აგვისტოს შპს „საქართველოს გზების სამშენებლო კომპანია“-ს შეუერთდა და როგორც სამართალმემკვიდრეს, შრომითი ხელშეკრუბელები, სხვადასხვა ბრძანებები თუ სახელფასო უწყისებიც გადაეცა. აღნიშნულს ადასტურებენ „ვარაჟის“ ყოფილი დირექტორი ზურაბ დოღონაძე, მუშა-მოსამსახურეები და მათი ადვოკატი.

„ხელშეკრულებები არსებობდა. ის „საქართველოს გზების სამშენებლო კომპანიას“ ჩაბარდა, მაგრამ ისინი ამბობენ, ჩვენთან არაფერი მოგიტანიათო. წერილობითი ხელშეკრულება რომც არ ყოფილიყო, კანონი ზეპირ, ანუ სიტყვიერ შეთანხმებასაც უშვებს. ამ შემთხვევაში კი ხელშეკრულება წერილობითი სახით არსებობდა, მაგრამ დამალეს,“ - ამბობს ზურაბ დოღონაძე.

მუშა-მოსამსახურეები რომ სამსახურში წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს და „გზების სამშენებლო კომპანია“ მას მალავს, ამას დაზარალებულთა ადვოკატი მიტროფანე სტურუაც ადასტურებს: „ეს ხალხი სამუშაოზე „შრომის კანონთა კოდექსის“ შესაბამისად,  წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს. როცა „ვირაჟი“ „გზების სამშენებლო კომპანიას“ შეურთდა, ყველა დოკუმენტაცია მას გადაეცა, თუმცა მალავენ“.  

რაც შეეხება კანონმდებლობას, „შრომის კანონთა კოდექსის“ მე-6 მუხლში ვკითხულობთ: „შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზვრელი ან სამუშაო შესრულების ვადით.“

როგორც მუშები და მათი ყოფილი დირექტორი ამტკიცებს, „საქართველოს გზების სამშენებლო კომპანიის“ დავალიანებამ მათ მიმართ 2002-2003 წლებში 448 258 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2002 წელს - 141 695 ლარი, 2003 წელს - 306 563 ლარი. თუმცა, სასარჩელო განცხადებაში მათი მოთხოვნა 325 850 ლარია. დაზარალებულთა ადვოკატი ამას იმ მიზეზით ხსნის, რომ 135 მუშა -მოსამსახურის გარდა, დარანჩენები დაიღალნენ და ბრძოლას თავი დაანებეს, ზოგიც გარდაიცვალა.

მიტროფანე სტურუა, ადვოკატი: „კომპანიას მხოლოდ 135 ადამიანის დავალაინება კი არ აქვს, დაზარალებულთა რიცხვი საკმაოდ დიდია, თუმცა ზოგმა რომ ნახა არაფერი გამოდისო, ბრძოლას თავი დაანება, ზოგი გარდაიცვალა კიდეც. ვინც სარჩელს ხელი მოაწერა და სასამართლოს მიმართა სწორედ მათი დავალიანება შეადგენს 325850 ლარს. მიუხედავად მუშა-მოსამსახურეთა არაერთი მოთხოვნისა, კომპანია თანხის გადახდაზე უარს აცხადებს.“

საინტერესო ისიც არის, რომ თავად დირექტორის სახელფასო დავალიანება 10 000 ლარს აღწევს. „2003 წლის 1 სექტემბრიდან 3 წლის განმავლობაში დირექტორის თანამდებობა მეჭირა. დეკემბერში მუშაობა გაჩერდა, 2004 წლის მაისში კი წარმოება დაიშალა და „მაგენმა“ წაიღეს. ახალი დირექტორი ბანკ „ცენტინვესტმა“ დანიშნა. „ვირაჟს“ „ცენტინვესტის“ ვალი ჰქონდა. „ვირაჟი“ რომ „გზების სამშენებლო კომპანიას“ შეუერთდა, მისი ვალები კომპანიაზე გადავიდა. როცა „ცენტინვესტმა“ ამ კომპანიაში თავისი ხალხი დანიშნა, მე ავტომატურად გამოვითიშე. პირადად ჩემი დავალიანება 10 000 ლარამდეა,“ - ამბობს ზურაბ დოღონაძე.

(ნაწილი II) http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=639

ეკა გულუა

ახალი ამბები