04:57, Tuesday, 12.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

,,ობშიაკს” შეწირული ჯარისკაცი

14.05.2007
kacib_1.gif 

ახალციხის რაიონში, აბის ტყეში მეტყევემ ერთ-ერთი სამასახურეობრივი რიგითი შემოვლის დროს ტყეში შვიდი კილომეტრის სიღრმეში ჯინსის შარვალი, ტყავის ქურთუკი, სამხედრო ფეხსაცმელი და ძვლები იპოვა. გარდაცვლილი ცხრა მარტს ,,ობშიაკის” გამო  გაუჩინარებული ჯარისკაცი დანიელ აღლემაშვილი აღმოჩნდა. სამოქალაქო ტანსაცმელი მამამისმა იოსებ აღლემაშვილმა ამოიცნო. მიმდინარეობს ექსპერტიზა. ამ ხნის პერიოდში ინფორმაციამ ჯარში ეგრეთწოდებული ,,ობშიაკის” აკრეფაზე ახალგაზრდა ვაჟების მშობლებს თავსატეხი გაუჩინა, ახლა კი თავსატეხი შიშმა შეცვალა.

ახალციხის #3 ჯავშანსატანკო ბატალიონის კონტრაქტორი დანიელ აღლემაშვილი ცხრა მარტის შემდეგ აღარავის უნახავს.

იმ დროისათვის მისი გაუჩინარება აწ უკვე გარდაცვლილის მამამ იოსებ აღლემაშვილმა ეგრეთწოდებული ,,ობშიაკის “ აკრეფას დაუკავშირა.

,,ჩემი შვილი უკვე ერთი კვირაა, დაკარგულია. ცოცხალია თუ არა, არ ვიცი. ჯარში მსახურობდა. იქ თურმე რაღაც ფულს კრფედნენ - ოც-ოც ლარს. ვინც კრეფდა, იმათთან მოუხდა ჩხუბი. მეტი არაფერი ვიცი. ამის შემდეგ ჩემი შვილი არსად ჩანს,“  - მან ამის შესახებ ჯერ კიდევ ორი თვის წინ  ,,ადამიანი უფლებათა ცენტრის” ჟურნალისტთან  საუბრისას განაცხადა.

თებერვლში ახალციხის #3 ჯავშანსატანკო ბატალიონის  სამხედრო ნაწილში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შემდეგაც ორი სამხედრო პირი ე.წ ,,ობშიაკის” ფულის აკრეფის ბრალდებით დააკავეს. ფლობდა თუ არა ამ ფაქტის ირგვლივ არსებულ რაიმე ინფორმაციას გარდაცვლილი ან დაკავშირებულია თუ არა მისი სიკვდილი ამ დაკავებასთან, ძნელი სათქმელია, თუმცა, ცნობილია, რომ პროკურატურამ იგი ორჯერ – ჯერ მოწმის, შემდეგ კი დაზარალებულის სტატუსით დაკითხა.

ოჯახის წევრები ამჯამად მიცვალებულის გამოგლოვებით არიან დაკავებულნი. საქმის დეტალურ გამოძიებას კი დაკრძალვის შემდეგ აპირებენ. მამა იოსებ აღლემაშვილი პოლიციის დასკვნას ელოდება:
 
,,პოლიციას ჯერ არაფერი დაუდგენია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არაფერი უთქვამთ. სიმართლე არ ვიცი, არც ის ვიცი როდის დადგინდება.
ამ საქმეს ბოლომდე მივყვები. გასვენების შემდეგ, თუ არაფერი გახდა ცნობილი, მე ვიცი, რასაც ვიზამ. სურათები გადაიღეს, ექსპერტიზაზეც გაგზავნეს. ბავშვი ისეთ ადგილას იპოვეს, რომ მანქანებს გაუჭირდათ ასვლა. იცნობდა თუ არა იმ ადგილს ჩემი შვილი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, ის თავის მოსაკლავად იქ არ წავიდოდა,“ - ირწმუნება მამა იოსებ აღლემაშვილი.

გასულ კვირას ორი თვის წინ დაკარგული ჯარისკაცის გვამის პოვნას, როგორც ახლობლების, ასევე რიგითი მოქალაქეების მხრიდან ერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა“

,,სახელმწიფო ჰიმნს როცა უყურებდი გული სიხარულით მევსებოდა, ისეთი მოწესრიგებული ჩანდა იქ ჯარისკაცების ცხოვრება. ახლა ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ჰიმნისთვის დადგმული კადრებია, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ახლა უკვე მეშინია ჩემი შვილის ჯარში გაშვება. არ იმას უარვყოფ, რომ ჯარი ვაჟს დამოუკიდებელ მამაკაცად აყალიბებს, მაგრამ რაც იმ საცოდავი ჯარისკაცის სიკვდილის ამბავი და მიზეზები გავიგე, გაოგნებული დავრჩი და ძალიანაც შევშინდი,” - ამბობს ლეილა გოგოლაძე.

,,რა გარანტია, რომ ჩემი შვილიც ჯარში წასვლის შემდეგ ამ ბედს არ გაიზიარებს? ვინ დაიცავს მის უფლებებს?“ -კითხულობენ ჯარში წასასვლელი ვაჟების მშობლები

დანიელ აღლემაშვილი ადიგენის რაიონის სოფელ უდის მკვიდრი იყო, თანასოფლელის გამოჩენას სოფელიც ორი თვე ელოდა, თუმცა, ამ შემზარავ დასასრულს ვერავინ წარმოიდგენდა.

მომხდართან დაკავშირებით ძალოვანები კომენტარს არც ახლა აკეთებენ.

გულო კოხოძე, ადიგენი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Gerrie
2011-07-29 14:29
Grazi for mkanig it nice and EZ.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC