კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკელობა - დაუსჯელობის გარანტი

24 მაისი, 2007

avarias.gif2007 წლის 7 დეკემბერს გორი - თბილისის მაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან  ამერიკელი ინჟინერი ჩარლზ თრიუსელდი საკუთარი ავტომობილით მოქალაქე  მამუკა გობეჯიშვილს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად, გობეჯიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ამერიკის მოქალაქე, ქართველ სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. ის ამჟამად საკუთარ ქვეყანაში იმყოფება. საქმე ბრალის არარსებობის მოტივით შეწყდა, თუმცა, ამერიკელმა საქართველო მანამდე დატოვა, ვიდრე საქმის შეწყვეტის შესახებ პროკურატურა დადგენილებას გამოიტანდა. გარდაცვლილის ახლობლები დღემდე ჩივიან და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

სამართალდამცავებმა ავტოავარიის დროს არ დაკითხეს ის მოწმეები, რომლებიც ამ ფაქტს უშუალოდ შეესწრნენ. საქმეში მოწმეებად მხოლოდ ჩარლზ თრიუსელდი და მისი გვერდით მყოფი მეგობარი ფიგურირებენ. გამოძიებას გორის საპატრულო პოლიციის გამომძიებელი როლანდ ვათიაშვილი აწარმოებდა, რომელიც ამჟამად გათავისუფლებულია.

ჩატარებულ ავტოტექნიკურ ექსპერტიზას არ ენდო დაზარალებული მხარე და ალტერნატიული ექსპერტიზა მოითხოვა. რადგან ნაკლებ დასაჯერებლად ჟღერდა პირველად ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი, სადაც  წერია, რომ 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ „ლენდ-კრუიზერს“ არ შეეძლო დაემუხრუჭებინა დროულად, ვინაიდან  მისი გაჩერება დამუხრუჭებიდან მხოლოდ  56 მეტრის გავლის შემდეგ მოხდებოდა.  ასევე საქმეში არ ჩანს რა მოდელის „ლენდ კრუიზერით“ მოძრაობდა ამერიკელი ინჟინერი.

ალტერნატიული ექსპერტიზისთვის დაზარალებულმა მხარემ მაშინდელ ადვოკატს ლერი ტყეშელაშვილს  300 ლარიც გადაუხადა. თუმცა, ექსპერტიზა აღარ ჩატარებულა და საქმეში მხოლოდ გამომძიებელ ვათიაშვილის  მოხსენება დევს დაზარალებულის ადვოკატთან სატელეფონო საუბრის თაობაზე, სადაც ჩანს, რომ ადვოკატმა უარი განაცხადა ალტერნატიულ ექსპერტიზაზე, ასევე საქმეშია ტყეშელაშვილის უარი  მოწმეთა დაკითხვაზე, რომლის შუამდგომლობაც მას მანამდე დაყენებული ჰქონდა.

მამუკა გობეჯიშვილის დედის,  ციალა გობეჯიშვილისთვის, ალტერნატიული ექსპერტიზის არ ჩატარების შესახებ მხოლოდ საქმის შეწყვეტის შემდეგ გახდა ცნობილი.

ავტოავარიის ფაქტიდან ერთი წლის შემდეგ, საპატრულო პოლიციის ზედამხედველმა პროკურორმა ლევან საბანიძემ დადგენილება წინასწარი ძიების შეწყვეტის თაობაზე, ბრალის არ არსებობის გამო გამოიტანა.

პროკურორის დადგენილება გობეჯიშვილმა გორის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. გობეჯიშვილების ინტერსს ამჟამად  სასამართლოში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ბიუროს იურისტი ნათია ქალიაშვილი იცავს.
გორის რაიონულ სასამართლოში დაზარალებული დადგენილების გაუქმებას და საქმის წინასწარ ძიებაში დაბრუნებას ითხოვდა, რაც გორის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„საქმე აშკარად არაობიექტურად და მიკერძოებულად გამოიძიეს. მოსამართლემ თავად აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში საქმეს ბევრი რამ დააკლდა. ამერიკელმა, რომელიც არ სარგებლობს იმუნიტეტით, რატომღაც ისარგებლა პრიორიტეტებით, რაც იმაში გამოიხატა, რომ ავტოტექნიკური დათვალიერება არა შემთხვევის ადგილზე, არამედ „შერატონ მეტეხი პალასის“ ავტოსადგომზე მოხდა. როგორც წესი, ავტომობილი შემთხვევის შემდეგ გადაყვანილი უნდა ყოფილიყო საჯარიმოზე. ასევე საეჭვოა ის ფაქტიც, რომ არ არის დაკითხული არც ერთი რეალური მოწმე, თუმცა, როგორც გამომძიებელი აღნიშნავდა, მან მოწმე დაკითხა, რომელმაც ისეთი ჩვენება მისცა, რაც ამერიკელის ბრალეულობას ამტკიცებდა, თუმცა, ამ მოწმის ჩვენება საქმეში აღარ დევს. ასევე გარდაცვლილის ტანსაცმლის ექსპერტიზა ერთი კვირის შემდეგ, გარეცხილ სამოსზე ჩატარდა. საეჭვოა გვამზე ჩატარებული ექსპერტიზა, რადგან ექსპერტის დასკვნაში არ ჩანს, რომ მენჯ-ბარძაყის ძვალში ოპერაციის შედეგად  ჩადგმული იყო რკინა. გამოძიების მტკიცებით კი გარდაცვლილი გზაზე გადარბოდა და მანქანა მაშინ დაეჯახა. გარდაცვლილი მამუკა გობეჯიშვილი იმის გამო, რომ მას რამდენიმე წლის წინ მენჯ-ბარძაყში რკინა ჰქონდა ჩადგმული, სირბილს ვერ შეძლებდა. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ავტოტექნიკურ ექსპერტიზას, რადგან ჩარლზ თრიუსელი ჩვენებაში თვითონ აცხადებს, რომ იმ დროისთვის მოძრაობდა არა 70 კმ/სთ სიჩქარით, არამედ უფრო შენელებული სიჩქარით დაახლოებით 50-40 კმ/სთ. ყოველივე ამის მტკიცება წარდგენილი იყო სასამართლოზე, მაგრამ მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა, ეს ფაქტი რატომღაც  არ გაიზიარა, თუმცა, ამის შესახებ ჩვენ წინასწარ ვიცოდით,“ - აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის,“ - იურისტი ნათია ქალიაშვილი.

დაზარალებული მხარის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცველებს არ სურთ დადგეს ამერიკის მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხი, ადვოკატი ტყეშელაშვილი ან გამომძიებელი ვათიაშვილი მაინც უნდა დაისაჯონ.

დაზარალებული მხარის პირველი ადვოკატი, მას შემდეგ, რაც  გობეჯიშვილებისგან ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად300 ლარი მიიღო, საერთოდ მიიმალა. ხოლო როლანდ ვათიაშვილი სხვა, არაობიექტურად გამოძიებულ საქმეს შეეწირა.

გობეჯიშვილის ადვოკატის ნათია ქალიაშვილის თქმით, მათ ობიექტურობის დიდი იმედი არ აქვთ, მაგრამ მოსამართლს მიერ გამოტანილ დადგენილებას მაინც სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში კერძო საჩივრის წესით ასაჩივრებენ.

თეა თედლიაშვილი, გორი

ახალი ამბები