კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობის 3 ვერსია(დასასრული)

12 ივლისი, 2007

sharaze3b.gif

კიდევ ერთ-ერთი ცნობილი სახე, მეცნიერი, პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი და გურამ შარაძის მეგობარი ელიზბარ ჯაველიძე "ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბრისას აცხადებს, რომ მკვლელობა არა ერთი, არამედ ორი იარაღითაა ჩადენილი. მას გამოძიებასთან რამდენიმე კითხვა აქვს და პასუხს ელის. თუმცა, ობიექტური გამოძიების იმედი, სხვა რესპონდენტების მსგავსად, არც მას აქვს.   

ელიზბარ ჯაველიძე: "გამოძიების არანაირი იმედი არ მაქვს. როგორც ბატონი გურამის შვილის მკვლელობის საქმე დარჩა გაუხსნელი, ასევე გაუხსნელი დარჩება თავად ბატონ გურამ შარაძის მკვლელობა. ეს არის პოლიტიკური მკვლელობა და ვერავინ დამარწმუნებს, რომ რაღაც პირადი ინტერესების გამო ცნობილ საზოგადო მოღვაწეს 3 სასიკვდილო ტყვია ესროლეს. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება იმაზე მეტყველებს, რომ ყველა ეროვნული თვითშეგნებით განმსჭვალული ადამიანი ან უნდა დაიჭირონ, ან გაასახლონ, ან მოკლან. ჩვენი ხელისუფლება ყოველგვარ ეროვნულ გამოვლინებას ებრძვის. ეს არის დაკვეთა. პლანეტარული იმპერიის შექმნის პროცესის დროს ყველა ეროვნული სახელმწიფო უნდა აილაგმოს დედამიწიდან. დღეს სწორედ რაღაც არაჩვეულებრივი ტემპით მიდის ქართული ეროვნულობის მოსპობა. ამ პროცესში ხელისშემშლელნი უნდა ამოიძირკვონ და ამას აკეთებენ კიდეც. ზოგი დაიჭირეს, ზოგს კლავენ. ეს პოლიტიკურ მკვლელობათა ჯაჭვი გურამ შარაძით არ მთავრდება."

რაც შეეხება ჯაველიძის კითხვებს გამოძიების მისამართით, შემდეგია:
"ჯერ ერთი, არ შეიძლება, მკვლელმა დღისით, ცენტრალურ ქუჩაზე, იქ სადაც დამონტაჟებულია ვიდეო თვალი ადამიანს 3 ტყვია ესროლოს. ეს არის შეგნებულად გათამაშებული სცენა. შარაძეს ნასროლი აქვს ორივე მხრიდან, შემდეგ კი მესამე, საკონტროლო ტყვია. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ერთ ადამაინს ესროლა. აქ ერთი კი არა, 2 იარაღი იყო. თვითმხილველებიც ამბობენ, რომ ის, ვინც დაიჭირეს, არაფერ შუაშია და მკვლელობის დროს 2 ადამიანი ისროდა. ასე რომ, კითხვები მრავლადაა და პასუხები უნდა გაგვცენ. თვითმხილველების თქმით, რომლებიც, საბედნიეროდ, დღემდე არსებობენ, ამბობენ, რომ როდესაც შარაძეს პირველი 2 ტყვია ესროლეს, შემდეგ მეორე ადამიანი გამოჩნდა და საკონტროლო ტყვია გაისროლაო. ეს მკვლელობა, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის მსგავსად, მანამდე დარჩება გაუხსნელი, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. ასევე, ძალიან მაინტერესებს, როგორ მოხდა, რომ გაქცეულ მკვლელს მანქანით სდიეს და ბოლოს მრგვალ ბაღთან დააკევეს? ეს რაღაც აბსუდრულია." 

მართალია, გამოძიების მხრიდან ინფორმაციების მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა, რესპოდენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით, შესაძლებელია გამოძიება თავად დაინტერესდეს. საინტერესოა ისიც, რომ არცერთი მათგანი არავის დაუკითხავს.  

სტატიაზე მუშაობის დასრულების შემდეგ რუსუდან შარაძე დაგვიკავშირდა და ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა. მან იმ ვიდეო კადრების ნახვა მოახერხა, რომელმაც გურამ შარაძიც მკვლელობა დააფიქსირა. რესპონდენტი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გურამ შარაძე ბარათელს არ მოუკლავს: "5 ივლისს, მე, ოჯახის ადვოკატებთან - ნინო ნიშნიანიძესა და ნუგზარ ბირკაიასთან ერთად, ვნახე ,,ალდაგის” ვიდეოთვალით გადაღებული კადრები, რომელზეც აღბეჭდილია 20 მაისს მომხდარი გურამ შარაძის მკვლელობა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ფირი არის ძალიან უხარისხო, შავ-თეთრი. ათწუთიან მასალას ხუთი საათის მანძილზე ვარჩევდით. მისი ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბარათელი მკვლელი არ არის და ის მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.  ნამდვილი მკვლელის გარეგნობა ზედმიწევნით ემთხვევა ათეულობით მოწმის (რომელთაც მე მკვლელობიდან რამოდენიმე დღეში შევხვდი და მათ ვინაობას შეგნებულად, მათი უსაფრთხოების მიზნით არ ვასახელებ) მიერ მოწოდებულ მკვლელის აღწერილობას. ანუ, მკვლელი არის სპორტული აღნაგობის, მინიმუმ 1,78-80 სანტიმეტრის სიმაღლის, მხარბეჭიანი და თავზე თმით. ხოლო, ბარათელი არის დაბალი, დაახლოებით, 1,60 სანტიმეტრის სიმაღლის, გამხდარი და რაც მთავარია, მას მკვლელობის მომენტში თმა გადაპარსული ჰქონდა!

ვფიქრობ, რომ ბრძოლას აზრი მიეცა და ადვოკატებთან კონსულტაციების შედეგად, გურამ შარაძის ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაერთვება გამოძიების პროცესში. თუ ფირს გააქრობენ, მით უარესი მათთვის. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! ამასთან, თუ ოჯახის რომელიმე წევრს თმის ერთი ღერი მაინც ჩამოუვარდება, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება!"

ეკა გულუა

ახალი ამბები