კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არ ვიცი რაში სჭირდება მინისტრს ასეთი ტყუილი”

18 ივლისი, 2007

პროფესორი განათლების მინისტრს ტყულის თქმაში ადანაშაულებს

zugdidis_filialib.gif

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ბაზაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება, ეს გადაწყვეტილება ყოფილი ფილიალის თანამშრომლებს ზუგდიდში ჩამოსულმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ გააცნეს.

თსუ ზუგდიდის ფილიალი გასული წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გაუქმდა, საქართველოს კანონში განათლების შესახებ შესული ცვლილებების მიხედვით. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ლომაიას თქმით, ზუგდიდში დამოუკიდებელი, იურიდიული საჯარო პირი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაფუძნდება: „თსუ ახდენს ფილიალების რეორგანიზაციას, რის შედეგადაც რამდენიმე ფილიალი დაიხურა, მათ შორის ოზურგეთისა და ფოთის ფილიალები. ახლადდაფუძნებული  საგანმანათლებლო დაწესებულება განახორციელებს სრულ საბაკალავრო ოთხწლიან პროგრამას, რაც თავსებადი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამასთან. ამ პროგრამების პარალელურად სასწავლებელს შეეძლება განახორციელოს უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამებიც, ამ პროგრამაზე სასწავლებელს სტუდენტების მიღება სექტემბრიდან შეეძლება, მომავალი წლიდან კი სასწავლებელი საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიიღებს,” - განაცხადა მინისტრმა.

გადაწყვეტილებამ, ფილიალის ბაზაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების შესახებ, ფილიალში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.  ფილიალის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი კახა თოდუა მიიჩნევს, რომ  გადაწყვეტილება ოპტიმალური და რეალურია: „გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა ის მატერიალური ბაზა და ადამიანური რესურსები, რაც ფილიალს გააჩნია. ეს არის რეალობა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია პრეტენზია განვაცხადოთ,” - ამბობს თოდუა.

ფილიალის გაუქმების შემდეგ სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები პერმანენტულ აქციებსა და პრეს კონფერენციებს მართავდენ, რომლის მეშვეობითაც განათლების მინისტრსა და ქვეყნის პრეზიდენტს თანადგომას თხოვდნენ. აქციების მონაწილეები ზუგდიდში ორსაფეხურიანი, საბაკალავრო და სამაგისტრო, სახელმწიფო საჯარო ინსტიტუტის დაარსებას მოითხოვდნენ. „2 ივლისს უნივერსიტეტში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მინისტრის განკარგულებით, ზუგდიდში სწორედ ისეთი სახელმწიფო ორსაფეხურიანი ინსტიტუტი იქმნება, როგორსაც მთელი ფილიალი ითხოვდა. ეს ინფორმაცია განათლების სამინისტროდან მოდიოდა, დღეს კი სრულიად საწინააღმდეგო რამ მოხდა, ჩვენ მოგვატყუეს და პირობა არ შეასრულეს,” - ამბობს ასოცირებული პროფესორი ნინო გრიგოლაია.

ახლადდაარსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ყოფილი V საჯარო სკოლის შენობა გადაეცა, რომელიც მარტში შეკეთდა და მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულ მზადყოფნაში იქნება. ახალ სასწავლებელს, მთავრობის დადგენილებით, ასევე საკუთრებაში გადაეცა სენაკის აგრალურ-ეკონომიკური კოლეჯი და ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმი. 

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები