05:08, Wednesday, 23.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გამოსახლებული ოჯახები ინვესტორთან ითხოვენ შეხვედრას

17.09.2007
ხელვაჩაურის რაიონის არამადნეული მასალების გადამამუშავებელი ქარხნის საერთო საცხოვრებლიდან ხუთი ოჯახი გამოასახლეს. ისინი რაიონულმა პოლიციამ დაშინებით გამოიყვანა, ხოლო საღამოს ექვსი საათის შემდეგ კი ობიექტიდან საკუთარი ნივთების გატანის უფლებაც წაართვეს.

არამადნეული მასალების გადამამუშავებელი ქარხანა ხელვაჩაურის რაიონში, მდინარე ჭოროხის სანაპიროზე მდებარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ორსართულიან ობიექტში, უკვე ოცი წელია რაც ქარხნის ხუთი თანამშრომელის ოჯახი ცხოვრობს.  როგორც თვითონ ამბობენ, იქ შესახლების უფლება იმჟამინდელმა ქარხნის დირექტორმა, რომან ქავთარაძემ მისცა: „ყოფილმა უფროსმა შემოგვიშვა - ქარხნის თანამშრომლები ბინებით უნდა დავეკმაყოფილეთ და იმ ეტაპისთვის რომ არ მოხერხდა, ნება დაგვრთო აქ ცხოვრებისა. დოკუმენეტები არსებობდა, მაგრამ მათ არქივში იქნება“, - აღნიშნა ქარხნის ყოფილმა მუშამ და საცხოვრებლის მკვიდრმა ჯემალ კახიძემ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ რაიონულმა პოლიციამ დაშინების ძალით გამოიყვანა შენობიდან. „პოლიციელები გვავიწროებდნენ, თუ არ დავტოვებდით შენობას ხუთი დღის ვადაში, ძალით გაგვყრიდნენ. გავედით შენობიდან, მაგრამ ორი ათასი ლარით რა გავაკეთოთ? სხვა ობიექტებიდან გასულებს, შვიდი ათას მაინც უხდიან და ჩვენ რაღა დავაშავეთ?“ კითხულობს მოსახლეობა.

რაიონული პოლიციის თანამშრომლები კი კომენტარს არ აკეთებენ.
გამოსახლებულთა  განცხადებით, ხუთი ოჯახიდან ზოგს სამი, ზოგსაც ორი ათასი ლარი გადაუხადეს. ისინი ეჭვობენ, რომ ინვესტორმა უფრო მეტი თანხა გაიღო მათთვის: „ინვესტორთან ვითხოვთ შეხვედრას. ალბათ, ვიღაცაებმა მოითბო ხელი ჩვენს ხარჯზე. დირექტორმა დაგვიბარა და მოგვცა თანხა - თუ გინდათ აიღეთ-ო“, აღნიშნა გულნარა კახიძემ. თანხები აიღეს, თუმცა ხელი არანაირ დოკუმენტზე მოუწერიათ.

არამადნეული მასალების გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი, ნუკრი დოლიძე კი მსგავს ფაქტს უარყოფს და აცხადებს: „თანხები მე არ ვიცი თუ გაიცა. ქარხანა გაიყიდა, ინვესტორი თურქია. სახელმწიფო ქონებაა და  შესახლებულები უნდა გამოსულიყვნენ“. 

დირექტორმა დამატებითი კითხვებზე პასუხის მისაღებად გაკოტრების საქმის მმართველთან, დავით ჯაიანთან გადაგვამისამართა. თუმცა მის მიერ მოცემული ჯაიანის მობილურის ნომერთან დაკავშირება არ ხერხდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციის განყოფილების თანამშრომელთა განცხადებით კი - „ობიექტს გაკოტრების მმართველი ჰყავს და ობიექტის გაყიდვისას პრივატიზაციის განყოფილება ჩართული არ ყოფილა“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არამადნეული მასალების გადამამუშავებელი ქარხნის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ: „ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ. არც იქ მაცხოვრებლები მოსულან ჩვენთან. ვინც ჩვენთან არ არის რეგისტრირებული, იმათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, მაგრამ ადამაინურად დავეხმარებით“, - განაცხადა გამგებლის მოადგილემ, ლევან დოლიძემ.

გამოსახლებულები კი თავიანთი ნივთების გატანას ცდილობს, რადგან ექვსი საათისთვის მათ ტერიტორიაზე შესვლას ინვესტორის დაცვის თანამშრომლები უკრძალავენ: „ჩვენი კარ-ფანჯრები მიგვაქვს. შენობა ჩვენივე ხარჯებით გავარემონტეთ, ამის თანხას ვინღა მომცემს. ვჩქარობთ, რაც გაგვაჩნია გავიტანოთ საღამომდე. საქონელიც აქ გვყავს ჯერჯერობით. საღამოს 6 საათის შემდეგ მათი დაცვა დგას და ვერაფერის გაიტან,“ აცხადებს მოსახლეობა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ბიუროს იურისტის ბაკურ ბოლქვაძის განცხადებით, გამოსახლებულთა უფლებები დარღვეულია: „ქარხანა როცა გაკოტრების რეჯიმშია, მას ჰყავს ერთპიროვნული მმართველი, რომელიც მმართავს და განკარგავს, მაგრამ  მოსახლეობის პრეტენზია საფუძვლიანია - გამომდიმნარე იქედან, რომ ისინი არათანაბარ პირობებში არიან. მათ ხომ ოდენობით განსხვავებული კომპენსაცია მიიღეს. საფუძვლიანია გამოსახლებულთა მოთხოვნა ინვესტორთან შეხვედრის შესახებაც. თავიანთ გასაჭირს, თვითონვე უფრო თავლნათლივ დაუხატავდნენ ინვესტორს, ვიდრე შუამავლის მიერ განხორციელდა“.

აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოფიციალური სტატისტიკა უსახლკარო ოჯახების ოდენობის შესახებ არ არსებობს.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC