22:37, Friday, 18.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბაღის გამგეების შავი სია

17.10.2007
გორში ერთმანეთს საბავშვო ბაღების მოქმედი და ყოფილი გამგეები დაუპირისპირდნენ. გუბერნატორმა ლადო გეგელაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ ქარელის საწერ მაგიდაზე დარჩენილი ფურცლები წარმოუდგინა, სადაც ის სქემაა მოცემული, რომლითაც საბავშვო ბაღების გამგეებად სასურველი კადრების დანიშვნა ხდებოდა.

გეგელაშვილს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი გამგეები კლანური პრინციპით დაინიშნენ და მათ ასარჩევად არავითარი კონკურსი არ ჩატარებულა. კანონის მიხედვით, ამ შედეგებს სამართლებრივ შეფასებას რაიონის გამგებელი აძლევს და შესაბამისად, გამგებლის გასაუქმებელია მისი ან მისი წინამორბედის ნებისმიერი გადაწყვეტილება. ახალ გამგებელს კი საკრებულო 17 ოქტომბერს ირჩევს. ასე რომ, ამ დრომდე მოქმედი ბაღის გამგეები დროებით მოვალეობის შემსრულებლად დარჩნენ.

ჩვენ #2 საბავშვო ბაღის მოქმედ გამგეს მარინა მეტრეველს გავესაუბრეთ, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავია.

ჟურნალისტი: ქალბატონო მარინა, როგორ მოხდა თქვენი დანიშვნა ბაღის გამგედ?

მარინა მეტრეველი: კონკურსის შედეგად დავინიშნე. კონკურსი აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩატარდა. კითხვები ეხებოდა მენეჯმენტს, თუ როგორ წარმოგვიდგენია ორგანიზაციის მართვა და ა.შ.

ჟ: ვინ ატარებდა ამ კონკურს? ჩვენი ინფორმაციით ამ კონკურს მაშინდელი გუბერნატორის მოადგილე დავით კეკელიშვილი კურირებდა..

მ.მ: არა, კეკელიშვილი არ ყოფილა და არც ჩარეულა ამ საქმეში. როგორც მე მახსოვს, იქ მხოლოდ იურისტი იყო.

ჟ: კეთდება შეფასება, რომ ის კონკურსი არაობიექტურად ჩატარდა..

მ.მ: კონკურსი ძალიან ობიექტურად ჩატარდა. ვის მოელანდა ეგ? (სტილი დაცულია).

"ადამიანის უფლებათა ცენტრის"-თვის ცნობილი გახდა, რომ მოქმედი გამგეები სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვენ, იმ მიზეზით, რომ თითქოს ადგილობრივი ხელისუფლება კანონიერად ჩატარებულ კონკურს უკანონოდ აუქმებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ცალსახა პოზიცია გააჩნია. 2007 წლის 5 მაისს სპორტისა და კულტურის სამმართველოს ხელში გაერთიანდა არასამეწარმეო იურიდიული ორგანიზაციები - ბაღები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლები და ა.შ. ანუ მაშინ ზემოხსენებული დაწესებულებები გაერთიანების სახით აღმოჩდნენ კულტურის სამმართველოს ხელში, რომელსაც იმ პერიოდში რობერტ მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა.

გორის საკრებულომ 3 ოქტომბერს გამოსცა #60 განკარგულება, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიული პირების ლიკვიდაცია დაიწყო. საკრებულოს მიაჩნია, რომ ბაღების, კულტსახლების და ა.შ. ორგანიზაციების გაერთიანების შექმნა სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ქონების გამიჯვნის საკითხის არარსებობამ გამოიწვია. აღმოჩნდა ისიც, რომ თვით საკანონმდებლო ბაზა არ არსებობდა იმისათვის, რომ ამ გაერთიანების დაფინანსება გადაწყვეტილიყო.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 ივნისის და 3 ივლისის დადგენილებების მიხედვით ადგილობრივ თვითმმართველობებს ადგილობრივი კულტურის, სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების ობიექტები საკუთრებაში გადაეცათ. ამჟამად აღნიშნული დაწესებულებების ცალკე იურიდიულ პირებად დაფუძნება ხდება. შესაბამისად, ის ვინც წინამორბედებმა დანიშნეს, ლიკვიდაციის შემდეგ გათავისუფლდნენ. ეს პროცესი ერთი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს და 3 ნოემებრს ბაღებს და სხვა კულტორგანიზაციებს თავიანთი ახლად დანიშნული ხელმძღვანელები ეყოლებათ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" რწმუნებულს ამ საკითხზე გაესაუბრა. ლადო გეგელაშვილის თქმით, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. "აშკარა საფუძვლები არსებობს იმისა, რომ ბაღების გამგეების კონკურსი არაობიექტურად ჩატარდა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია აბსოლუტურად ობიექტურ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა" - გვითხრა გეგელაშვილმა. რწმუნებული დაგვპირდა, რომ გამართულ კონკურსზე ჟურნალისტებსაც დაგვასწრებს.

საბა წიწიკაშვილი, გორი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC