12:55, Saturday, 21.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გორის საკრებულო კორუფციულ გარიგებაში ამხილა

26.10.2007
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისს ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტი, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ გორის ახალი საკრებულო 2007 წლის 30 აგვისტოს ტენდერში გამარჯვებულ საეჭვო კომპანია ,,გალავანი 2007"-თან თანამშრომლობას აგრძელებდა. ეს ის კომპანიაა, რომელზეც შიდა ქართლის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე 2007 წლის 12 სექტემბრის ბრიფინგზე საუბრობდა. პროკურატურა ყოფილ გამგებელს, ვასილ მახარაშვილს სწორედ იმაში სდებდა ბრალს, რომ მან 30 000 ლარი უკანონოდ გადაურიცხა შპს ,,გალავან 2007"-ს, რომელიც დაკავებული გამგებლის სიმამრის, ირაკლი მელაძის საკუთრებაა.

გორის საკრებულომ ახალი განკარგულება ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ" 2007 წლის 17 ოქტომბერს მიიღო. როგორც ამ ახალ დოკუმენტში წერია, ეს განკარგულება ჯერ კიდევ 30 აგვისტოს მაშინდელმა საკრებულომ მიიღო. თუმცა, მაშინდელ საკრებულოს თავმჯდომარეს მასზე ხელის მოწერა დაჰგვიანებია და ეს ხარვეზი ახალი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზვიად ხმალაძემ გამოასწორა და მასზე ხელი მოაწერა.

განკარგულებაში წერია:
 ,,30 აგვისტოს საკრებულოს მიერ მიღებულ განკარგულებაზე დაყრდნობით მაშინდელმა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან და ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები.... გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ა/წ 30 აგვისტოს ქ. გორში და გორის რაიონის სოფლებში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭაბურღილების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულებები შეთანხმებულად ჩაითვალოს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგ ორგანიზაციებთან:

_ სოფელ ატენის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის რეაბილიტაცია - ,,შპს გალავანი 2007" - 139 893 ლარზე;
_ სოფელ ქიწნისის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის რეაბილიტაცია - შპს ,,გალავანი 2007"- 59 693, 90 ლარზე.
_ სოფელ ბროწლეთში ჭაბურღილის რეაბილიტაცია - შპს ,,გალავანი 2007"- 3 638 ლარზე;
_ სოფელ შერთულში ჭაბურღილის რეაბილიტაცია - შპს ,,გალავანი 2007" - 6 681 ლარზე;
_ სოფელ ნიქოზში ჭაბურღილის რეაბილიტაცია - შპს ,,გალავანი 2007" - 2 611 ლარზე
_ სოფელ ქიწნისში ახალი ჭაბურღილის მოწყობა - შპს ,,გალავანი 2007"- 54 061. 10 (ორმოცდა თოთხმეტი ათას სამოცდაერთი ლარი და ათი თეთრი)."

აღნიშნული განკარგულების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აღნიშნავს:
,,განკარგულების შინაარსი არასწორად გესმით. ჩვენ მხოლოდ წინა საკრებულოს და მისი თავმჯდომარის მიერ დაშვებული შეცდომა გამოვასწორეთ. 30 აგვისტოს განკარგულებაზე ყოფილ საკრებულოს თავმჯდომარეს ხელი მოსაწერი დარჩა და მის მაგივრად 17 ოქტომბერს ხელი მოვაწერეთ."

- ბატონო ზვიად, ფიქრობთ თუ არა, რომ ამით თქვენ ,,გალავან 2007"-თან გაფორმებული და თანაც გამგებლის მიერ ხელმოწერილი სატენდერო ხელშეკრულებები კანონიერად სცანით?

- ჩვენ მაგდაგვარი არაფერი გაგვიკეთებია. ეს განკარგულება არაფრით ანიჭებს ,,გალავანი 2007"-ს იმის უფლებას, რომ მან რაიმე სარეაბილიტაციო ღონისძიებები ჩაატაროს."

გარდა ამ კომპანიისა, გორის საკრებულომ გამგებელს ისეთ ფირმებთან გაფორმებულ სატენდერო ხელშეკრულებებზე მისცა ხელის მოწერის უფლება, როგორებიცაა: შპს ,,გიო"; შპს ,,დავითი"; სს ,,სამშენებლო ტრესტი #9" და ა.შ.

- რას წარმოადგენენ ეს ფირმები?

შპს ,,დავითი“ - ამ ფირმასთან ჩვენ დიდი ხნის წინ გვქონდა ,,ურთიერთობა“. ეს ის დრო იყო, როდესაც 2005 წელს რაიონის გამგებლის მოადგილემ თამარ ედიშერაშვილმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსს, ეკა ქორჩაშვილს თანხების არამიზნობრივად გახარჯვაში დასდო ბრალი. თამარ ედიშერაშვილის ინფორმაციით, 2005 წელს ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა შპს ,,დავით“-ს იმაზე მეტი თანხა გადაურიცხა, რამდენიც ხელშეკრულებაში იყო დაფიქსირებული. ეკა ქორჩაშვილი მაშინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მიხეილ ქარელის უახლოესი ნათესავი - ია ბერიანიძე დანიშნეს. საინტერესოა, სად წაიღო  შპს ,,დავითის“ მფლობელმა ის ზედმეტი თანხა, რომელიც მის ანგარიშზე ბიუჯეტიდან გადაირიცხა.

შპს ,,გიო“ - ამ ფირმის შესახებ ყველაზე დიდი სკანდალი ისაა, რომ მისი კანონდარღვევების შესახებ კონტროლის პალატის 2005 წლის მარტის რევიზიის აქტში და 2006 წლის მაისის რევიზიის აქტებში წერია. 2006 წლის აქტში წერია, რომ მოსაცდელები 48 885 ლარად შპს ,,გიომ“ რაიონის გამგეობის დაკვეთით და დაფინანსებით დაამონტაჟა. ხოლო 2005 წლის აქტში წერია, რომ 2005 წელს მიხეილ ქარელის ფონდიდან ავტომოსაცდელების გასაკეთებლად 48 885 ლარი გამოიყო.

შპს ,,სამშენებლო ტრესტი N9" - ეკუთვნის ვახტან ყანჩაველს, რომელიც 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე გორის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2 ნოემბერს ირაკლი ოქრუაშვილი გახდა გორის მაჟორიტარი დეპუტატი. მიუხედავად ყანჩაველსა და ოქრუაშვილს შორის არსებული ძველი დაპირისპირებისა, ყანჩაველის სამშენებლო კომპანია  2004-2006 წლებში ყოველთვის იმარჯვებდა გორის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. სხვათა შორის, ყანჩაველის კომპანია მაშინაც გაეხვია სკანდალში, როდესაც გორის სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარეობდა და იმ დროს ჰოსპიტლის დამლაგებლებმა ბუნტი ატეხეს - სამი თვის ხელფასები არ მოგვცესო. ჰოსპიტალის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია სწორედ ყანჩაველის ,,სამშენებლო ტრესტი" იყო.. 70 დამლაგებელს ხელფასი 2006 წლის თებერვალში ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა გურამ გვასალიამ ჰოსპიტლის ბიუჯეტიდან გადაურიცხა.

საბა წიწიკაშვილი, გორი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC