კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

7 ნოემბერს ამერიკელი ჟურნალისტიც სცემეს

11 იანვარი, 2008
თავისუფალი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმენი (ფოტო) საქართველოში 1991 წლიდან ცხოვრობს. მას ქართველი მეუღლე ჰყავს და უკვე წლებია, ჟურნალისტურ საქმიანობასაც საქართველოში ეწევა. 7 ნოემბერს ის სასტიკად სცემეს. მას ვერც ჟურნალისტის მოწმობამ უშველა. „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ის სწორედ ამ ამბის მოსათხრობად მოვიდა.

„ჩემი თვალით ვნახე, როგორც ეძებდა პოლიცია  ხალხს საცემრად... ამის შემსწრე რიყეზე გავხდი, სადაც უდანაშაულო ადამიანები გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს. მე ვნახე ადამიანის უფლებების დარღვევის საშინელი ფაქტები, ვნახე როგორ სცემდნენ ხალხს აბსოლუტურად უმიზეზოდ. „ღვინის აღმართზე“ შეშინებული ხალხი გარბოდა. მეტრო „ავლაბართან“ ახლოს დავინახე პოლიცია როგორ გამეტებით ურტყამდა ძირს დავარდნილ ადამიანს. მე ვაჩვენე მას ჟურნალისტის მოწმობა და ვუთხარი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა“...

ამერიკელი ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს ხომ არ იყო პოლიცია: „ესენი იყვნენ ნაცმოძრაობასთან დაახლოებული პირები, პატრიოტთა ბანაკების ხალხი, 16-17 წლის აგრესიით სავსე ბავშვები; ახალგაზრდა ხულიგნები, ვისაც ფული გადაუხადეს. მათ ხის ჯოხები ჰქონდათ და ამით ცემდნენ ადამიანებს.
ისინი ხალხს მარტო კი არ არბევდნენ და ფანტავდნენ, ძირს დაცემულ ადამიანებს გამეტებით  ურტყამდნენ.

საოცარი აგრესია მოდიოდა ჟურნალისტების მიმართ. მე პირადად, მირტყეს ხელკეტებით, როცა ადამიანებს გამოვესარჩლე. ტელეკომპანია „იმედთან“ განვითარებული მოვლენების დროს ისინი განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ.
ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი ინციდენტი.
სამების ეკლესიასთან მე ჩემი თვალით ვნახე, როგორ იდგა პოლიციელთა კორდონები, რომლებიც არ ტოვებდნენ ტერიტორიას და ხალხის დაშინებას ცდილობდნენ“.

ჯეფრი სილვერმენი თვლის, რომ სააკაშვილმა უფლებების სფეროში  სერიოზული მარცხი განიცადა. რაც მთელმა მსოფლიომ ნათლად დაინახა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, თბილისი.

ახალი ამბები