11:47, Monday, 13.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ცოტნე გამსახურდია: “მოლამ რომ თავისი ტყუილი დაიჯერა - ასე მოუვიდა ამ მთავრობას”

26.09.2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შუათანა ვაჟი, ცოტნე გამსახურდია  2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდგომ პერიოდში ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისაც ხელისუფლება ჯაშუშობასა და შეთქმულებაში ადანაშაულებდა. ამავე ბრალდებით ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსული ცოტნე გამსახურდია სამართალდამცავებმა ჯერ დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.

მაშინ ამ ამბებს დოკუმენტური ფილმებიც კი მიეძღვნა. მათში  გამოყენებულია ფარული ჩანაწერები, სადაც ცოტნე გამსახურდია  ესაუბრებოდა კოკო გამსახურდიას, შალვა ნათელაშვილს და საქართველოში რუსეთის ელჩის თანაშემწეს, იგორ ვოლინკინს. ამ მასალების საფუძველზე ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობისა და შეთქმულების საფუძველზე აღიძრა. მას, როგორც თავად აღნიშნავს, ვოლინკინთან მეგობრობა არასდროს დაუმალავს და მასთან ერთად  თავშეყრის ადგილებშიც გამოჩენილა.

„ყველასთვის ცნობილია, რომ მე ვიცნობდი გარკვეულ პოლიტიკურ ფიგურებს, იგივე ნათელაშვლს თუ სხვებს. მქონდა და მაქვს მათთან ურთიერთობა. 2 თუ 3 ნოემბერს, როდესაც თბილისში აქციები უკვე დაწყებული იყო, ბადრი პატარკაციშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ხელისუფლება მომინტიგეთა დახვრეტას აპირებდა. ამ დროს მოსკოვში ვოლინკინთან სტუმრად ვიმყოფებოდი. ბუნებრივია აღვშფოთდი და რამდენიმე მეგობარს მოსკოვსა და თბილისში დავურეკე და ეს აღშფოთება გავუზიარე. სწორედ ეს საუბრები ჩაიწერეს. ბადრიმ კიდევ რამდენჯერმე დამირეკა. ამ გადასახედიდან როგორც ვაფასებ, ის ჩემში გარკვეული რეაქციის გამოწვევას ცდილობდა. სწორედ ამაზე იყო აგებული მთელი შეთქმულების ბრალდება“.

ნოემბრის მოვლენების შემდგომ პერიოდში ცოტნე გამსახურდია რუსეთში იმყოფებოდა. ხოლო 3 სექტემბერს, როდესაც ის თბილისში ჩამოვიდა, პირდაპირ აეროპორტში დააკავეს. როგორც ამბობს, დაკავების დროს მასზე არც ზეწოლა ხორციელდებოდა და არც შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„გამოძიებამ ახლა წარმოადგინა რამდენიმე საუბარი, სადაც ოდნავ ბურუსით მოცული ფრაზები ჟღერდა. მაგალითად, „თქვენთან საელჩოში მოვა ესა და ეს ადამიანი“. მაგრამ მთავარი მომენტი, რატომ და რისთვის მოვა საელჩოში ან ისეთი დეტალები, რომლებიც ნათელს მოჰფენდნენ, რა მიზნით მირეკავდა ან ვურეკავდი და ვუკავშირდებოდი ვოლინკინს, ეს საუბრები გამქრალია. დავუშვათ, ფიგურირებს ვიღაც ადამიანის თხოვნა ვიზის მიღებასთან დაკავშირებით. შემდეგ ამას მოსდევს ამ ადამიანების სამადლობელი ზარები. მოკლედ, დამონტაჟებული საუბრების ფრაგმენტები წარმომიდგინეს, რომელიც მე არ უარვყავი, პირიქით, ნათელი მოვფინე და ამომწურავი პასუხი გავეცი“.

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, ქეთევან ბექაური აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება ამ საქმის ხელოვნური მხარე იყო, რადგან ის არავის ემალებოდა და ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ხმამაღლად განაცხადა. კერძოდ, ქართულ პრესაში მისი მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც ის საქართველოში ჩამოსვლის შესახებს იტყობინებოდა.

ცოტნე გამსახურდია იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა პროკურატურა პოლიციური მეთოდების გამოყენებით მის იძულებას, რომ ყველაფერი ეღიარებინა:

„დაკითხვა დღის 10 საათისთვის დაიწყო, გვიან ღამემდე გაგრძელდა. ბოლოს მითხრეს, რომ მიხსნიან ჯაშუშობის ბრალდებას როგორც აბსურდულს და  შეთქმულებასთან დაკავშირებით საპროცესო გარიგებას მთავაზობდნენ. ჩემს შეკითხვაზე, იყო თუ არა აუცილებელი რამე მეღიარებინა, მითხრეს, რომ არა. ეს პოლიციელების მეთოდია, შემდეგ მომენტში გზა მოგიჭრან და დაგითანხმონ რაღაცაზე. მოვიდა ჩემი ადვოკატი, პროკურორი, შეადგინეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მე ჯაშუშობის ბრალდება მომეხსნა და შეთქმულებასთან დაკავშირებით საპროცესო გარიგება დარჩა. ანუ არ ითხოვენ ჩემგან არავითარ აღიარებას, უბრალოდ მაძლევენ პირობით სასჯელს. უცებ იცვლება გადაწყვეტილება. მოდის ჩემთვის უცნობი პიროვნება და მეუბნება, თქვენ აღიარებთ შეთქმულებას? ფაქტის წინაშე დამაყენეს. ხელს მოაწერ და გარეთ ხარ. ჩემი ხელის მოწერა ბევრი ადამიანისთვის იმის დაბრალებას ნიშნავდა, რაც მათ არ ჩაუდენიათ. ამას ვერ გავაკეთებდი. ამიტომ საკანში დავბრუნდი“.

დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ ცოტნე გამსახურდიას პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა. საქმე 1999 წელს მომხდარ ინციდენტს ეხებოდა. სხვა ბრალდებებს კიდევ ერთი დაემატა - ადამიანის სხეულის  განზრახ მძიმე დაზიანება. ვაკეში მომხადრი ინციდენტის, დროს, სადაც ერთ-ერთი მოქმედი პირი ცოტნე გამსახურდია იყო, უდანაშაულო ადამიანი დაზარალდა.

„ვაკის ეპიზოდს რაც შეეხება, მე მივეცი ჩვენება, რომ დაუდგენელ პირებთან მომივიდა კონფლიქტი. გავაკეთე გამაფრთხილებელი გასროლა. გასროლისას ტყვიამ აისხლიტა და მოშორებით მდგომ ადამიანს მოხვდა, რომელიც არაფერ შუაში იყო. მახსოვს, რომ რაღაც საქმე აღიძრა, მაგრამ მე არავის დავუკითხივარ. მოწმე არის ვინმე ლეილა გაფრინდაშვილი, რომელმაც 30 მეტროს დაშორებით სიბნელეში დაინახა, რომ ეს მე ვიყავი“.

ქეთევან ბექაური: “რაც შეეხება დამატებით ბრალდებას, რომელიც 117-ე მუხლით, არის გათვალისწინებული, სხეულის დაზიანება, მის საქმეში ყველაზე კურიოზული პუნქტია. სამართალდამცველებმა 9 წლის წინანდელი სისხლის სამართლის საქმე გააცოცხლეს. ბრალდება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი პუნქტით არის გათვალისწინებული, მიმალვაში მყოფ პირს  მიყვანიდან 24 საათის განმავლობაში უნდა წარუდგინონ, მაშინ, როდესაც აღნიშნული ბრალდება ცოტნე გამსახურდიას თითქმის 48 საათის გასვლის შემდგომ წარუდგინეს. ანუ 4 სექტემბრის ნაცვლად ეს დამატებითი ბრალდება წარუდგინეს 5 სექტემბერს. რითაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა დაარღვიეს”.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ცოტნე გამსახურდიაზე გამოცხადებული ძებნის შესახებ ნოემბერში გახდა ცნობილი, პროკურატურა აცხადებდა, რომ ის უკვე 10 წელია იძებნება.

„10 წლის განმავლობაში ვცხოვრობ თბილისში და ათასობით ადამიანთან მქონია ურთიერთობა. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ უკვე 10 წელია ძებნაში ვიყავი და ვიმალებოდი”.

დაკავებიდან 48 საათში დახურული სასამართლო ჩატარდა. სასამართლო პროცესის დოკუმენტირება არ ხდებოდა. სწორედ ამ პროცესის შემდეგ გამსახურდიამ შიმშილობა დაიწყო.

„პროცესის აუდიო-ვიდეო დოკუმენტირებას და სასამართლოს ღიაობას ვითხოვდი. კარგად ვიცოდი, რომ შიმშილობის გულისთვის მე არავინ გამათავისუფლებდა. ეს მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კარგი იქნებოდა, რომ ამ საქმეს მოეხსნას გრიფი საიდუმლო და ის საზოგადოებისთვის საჯარო გახდეს“.

ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს უარი პროცესის დოკუმენტირებაზე კანონის უხეში დარღვევაა:
“ეს არის „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის“ 12-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც სასამართლო ვალდებულია მოახდინოს სასამართლო სხდომის აუდიო ჩაწერა. სასამრთლომ ეს არ გააკეთა”.

პროცესის შემდეგ ცოტნე გამსახურდია მე-8 საპყრობილეში გადაიყვანეს. აღკვეთი ღონისძიების  შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.18 სექტემბერს ყოველგვარი აღიარებების გარეშე აღკვეთი ღონისძიების სახით მას შეუფარდეს გირაო 20 ათასი ლარის ოდენობით და გაათავისუფლეს. გამსახურდიამ გირაოს თანხა  28 ოქტომბრამდე უნდა დაფაროს.

გამსახურდიას ბრალად ჯაშუშობა, შეთქმულება, კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ადამიანის სხეულის  განზრახ მძიმე დაზიანება ედება. მას 20  წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თუმცა, მისი ადვოკატის პროგნოზით, საგამოძიებო  ორგანო სისხლის სამართლებრივ დევნას ცოტნე გამსახურდიას მიმართ საბოლოო ჯამში შეწყვეტს.

როგორც თავად ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი აღნიშნავს, მისი დაკავება ხელისუფლებაში მყოფი  ზემდგომი პირებისათვის პრესტიჟის საკითხია. ”მოლამ, რომ დაიჯერა საკუთარი ტყუილის - ასე მოუვიდა ამ მთავრობას. გაშვებული ფილმების და აგორებული ანტიკამპანიის შემდეგ იძულებულები გახდნენ დავეკავებინე. გარდა ამისა, ვიღაცას უნდოდა გარკვეული პერიოდით ჩემი ციხეში გაჩერება”.

ხელისუფლების ვერსიით კი, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებს კომიტეტის თავმჯდომარემ,  გივი თარგამაძემ გააჟღერა, ცოტნე გამსახურდიას ჩამოსვლა საქართველოში პროვოკაციული ნაბიჯი იყო.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: scientist
2012-02-23 11:17
scientists of Europe in support of Georgian Culture (Noble Traditions+Science+Religion which has to be passed from generation to generation without degradation which means stability and grow) emphasize that the pure fact of blaming Tsotne Gamsakhurdia
in espionage (why the noble person may need this nonsence idea of ignorants about effort to support copuntry wealth and culture ?) while the goverment does nothing in the way of improving the life qualities, rights of life ( !!!!! the noble citizen is in the prison -aware!), cutted the science budjet which is still less than it was during time of
communists as it is shown by the unsatisfactory salaries of scientists which are not assumed to be enough for anything what can be assumed satisfactory for life quality of Professor of Science - the fact that
shows bold disorientation of effort in
support of science and many other guilts which goverment is not capable to aware due to lack of
fundamental education about what are the
basis of country stability and as a consequences of the national economical grow ...
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC