კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურის „მე ასე მინდა“

20 ოქტომბერი, 2008

 

 რაულ გამისონია

ნონა სუვარიანი, თბილისი

„სამართლადმაცავი სისტემა დამყარებულია პრინციპზე „მე ასე მგონია“, „მე ასე მინდა“. პროკურატურას პოზიციების დათმობა არ სურს. ეს არის ქვეყანაში ზოგადად არსებული ტენდენცია“ - ამბობს ადვოკატი რაულ გამისონია. როგორც თავად აღნიშნავს, ამის ფიქრის საფუძველს ის საქმე აძლევს, რომელშიც ის ბრალდებულის მხარეს წარმოადგენს. პროკურატურას ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფი ნიკა კანთელაძის წინააღმდეგ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გააჩნია და ისიც საეჭვო, რაც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ყველა დანარჩენი მტკიცებულება მის უდანაშაულობაზე მეტყველებს. 

ნიკოლოზ კანთელაძე ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ საამქროში მუშად მუშაობდა. 2007 წლის 26 სექტემბერს ნიკოლოზ კანთელაძეს შეკვეთის გამო საამქროში დიდხანს მოიწია ყოფნა. სამსახურიდან თანამშრომელთან, მიხეილ კუპატაძესთან ერთად ღამის 11-12 საათისთვის გამოვიდა. წერეთლის გამზირზე სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მხრიდან ფეხით ავიდნენ.  ერთმანეთს შუქნიშანთან დაცილდნენ. მიხეილი მეტრო წერეთლის მიმართულებით წავიდა, (ის ფოთის ქუჩაზე, მეტრო წერეთლის მიმდებარედ ცხოვრობს), ხოლო ნიკა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს  გადავიდა, რათა გლდანის მიმართულებით მიმავალ ტრანსპორტს დალოდებოდა. რამდენიმე წუთში თავისი თანასოფლელი ქალბატონი დაინახა, რომელსაც 40 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა. ქალბატონს ნომერი გამოართვა და საფულეში ჩაიდო. გზა დიდუბის მიმართულებით გააგრძელა. „კოკა-კოლას“ ოფისს  გასცდა და რადიოქარხანას მიუახლოვდა. 60-70 მეტრში დაინახა, რომ პატრული უცნობ ქალბატონთან ერთად იდგა. ქალბატონი ამბობდა, აი, ეს არის ის კაცი, რომელმაც გამძარცვაო. ნიკა კანთელაძე მათკენ გზას წყნარად განაგრძობდა, რადგან ქალბატონის სიტყვები საკუთარ თავზე არ მიუღია. „დაზარალებული“, გიული ჩუბინიძე, აგრძელებდა, „ეს არის ის მაიმუნი, რომელმაც გამძარცვა და ა.შ. ამას ჯიბეში 8 ცალი 10 ლარიანი კუპიური უნდა ჰქონდეს. როცა გამძარცვა, მარტო იყო, მე უკან მანქანით მივყვებოდი ისე, რომ მას არ ვენახეო. თან პოლიციას ვეძებდიო. არავინ შეხვედრიაო. როდესაც პატრულის მანქანა ვნახე, მივედიო. გავაფრთხილე და დაიჭირესო“. როდესაც გაჩხრიკეს,  კანთელაძეს 2 ცალი 20 ლარიანი აღმოუჩინეს. ეს ყველაფერი პატრულის მიერ შედგენილ ოქმშია დაფიქსირებული.

გიული ჩუბინიძის ბრალდებამ ნიკოლოზ კანთელაძის აღშფოთება გამოიწვია. გარჩევა 1 საათიდან დილის 5 საათამდე გრძელდებოდა. ამ საუბარს სხვა ქალბატონებიც შეესწრნენ, რომლებიც პოლიციელებს და ჩუბინიძეს შეეკამათნენ. ატყდა ყვირილი. ქალბატონები ამბობდნენ, მოწმეები არიან, რომ ნიკა კანთელაძე დამნაშავე არ არის. ჩვენ ვნახეთო, ეს ბიჭი საიდან მოდიოდა, ამ ქალს კი მსგავსი რამ ადრეც გაუკეთებიაო. როგორც რაულ გამისონამ დაადგინა, ეს ქალბატონი ყალბი ფულის გასაღებაზე პირობით მსჯავრშია.

როგორც რაულ გამისონია ყვება, პატრულის თანამშრომლებმა ნიკა კანთელაძე განყოფილებაში წაყვანამდე გააფრთხილეს, რომ საშიში არაფერია და მისი წაყვანა  უბრალოდ ფორმალობაა. განყოფილებაში გამთენიისას მიიყვანეს. პროკურორი მეორე დღეს სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შესაფარდებლად წავიდა და თქვა, თითქოს ნიკა აღიარებს დანაშაულს. ამიტომ 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდეს და გამოუშვეს.

რაულ გამისონია: „როგორც გაირკვა, მას არაფერი უღიარებია. გამოვითხოვე სასამართლო სხდომის ოქმი, გადაწყვეტილება, მისი დაკითხვის ოქმები. არსად წერია,  „მე ნიკა კანთელაძემ გავძარცვე ეს ქალი“. აქედან გამომდინარე, პროკურორს არ ჰქონდა იმის თქმის საფუძველი, თითქოს ნიკა კანთელაძე დანაშაულს აღიარებდა“.

გაძარცვა თუ არა ნიკა კანთელაძემ გუილი ჩუბინიძე? ამ საკითხის გარკვევა პროკურატურის პრეროგატივაა. თუმცა, როგორც საქმის მსვლელობისას გამოჩნდა, პროკურატურა ბევრ ისეთ ნიუანსზე ხუჭავს თვალს, რომელიც სიმართლის დადგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უპირველეს ყოვლის, პროკურორს არ ჰქონდა უფლება, რომ ნიკა კანთელაძესთვის „აღიარება“ დაებრალებინა, რადგან მისი აღიარება არც ერთ დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული. 

გარკვეულ ეჭვებს დაზარალებული ქალბატონის მიერ მოყოლილი თავად ძარცვის ფაქტიც ბადებს. გიული ჩუბინიძე დაკითხვისას ყვება, რომ ახალგაზრდა გაეცნო მას და უთხრა, რომ „იყო ამბროლაურიდან, იმერეთში გაზრდილი, მამა ჰყავდა ახალი გარდაცვლილი, და გვარად იყო კანთელაძე ნიკა“. დამატებითი დაკითხვისას დაზარალებულმა მეტი დამაჯერებლობისთვის განაცხადა, რომ „კანთელაძემ მითხრა ელიავას ბაზრობაზე ვმუშაობო“. ეს ციტატები პატრულის თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმიდანაა ამოღებულია. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ძნელი წარმოსადგენია, რომ სულიერად გაწონასწორებულმა ადამიანმა ძარცვის წინ მსხვერპლს საკუთარი ბიოგრაფია მოუყვეს, ხოლო ამის შემდეგ გაძარცვოს.

რაულ გამისონია დაზარალებულის „ინფორმირებულობას“ კი იმით ხსნის, რომ პატრულის თანამშრომლები კანთელაძის ვინაობას გიული ჩუბინიძეს თანდასწრებით ადგენდნენ. იქამდე კანთელაძეს დანახვისას ქალბატონი მის ვინაობას არ ასახელებდა. ამას თვითმხილველი ქალბატონებიც ადასტურებენ.

გიული ჩუბინიძე ამტკიცებდა, რომ ნიკა კანთელაძემ მას 2 ოცლარიანი წაართვა და მას შემდეგ არავის შეხვედრია. აქაც ორი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი: ნიკა კანთელაძეს გააჩნდა მხოლოდ 2 ოცლარიანი კუპიურა; ის თავის თანასოფლელ ქალბატონს შეხვდა, რომელსავ 40 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა. თუ გიული ჩუბინიძე მას ტაქსით მიჰყვებოდა, ეს ქალბატონი აუცილებლად უნდა დაენახა. პროკურატურამ „ბრალდებულის“ თანასოფლელი მაშინ დაკითხა, როდესაც ნიკა კანთელაძე საკანში იმყოფებოდა, ასე რომ, მათ ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამ ქალბატონმა დაუდასტურა, რომ იმ დროს ნამდვილად ესაუბრებოდა კანთელაძეს. გარდა ამისა, ადვოკატისთვის გაურკვეველია, როგორი სიჩქარით მიჰყვებოდა ტაქსი ფეხით მოსიარულეს, რომ ამ უკანასკნელმა თვალთვალი ვერ შეამჩნია.

რაულ გამისონიამ დაადგინა იმ ქალბატონების ვინაობაც, რომლებმაც პატრულს და გიული კანთელაძეს ეკემათნენ.

„საპატრულო პოლიციაში მივიყვანე. ისინი ამბობენ, რომ ამ ქალს იცნობდნენ, რომ ის არის ცუდი რეპუტაციის ქალბატონი. 26 სექტემბერს ღამის პირველიდან ორ საათამდე დროის მონაკვეთში, როდესაც ისინი ფეხით მიდიოდნენ წერეთლის გამზირზე მეტრო დიდუბის მიმართულებით კოკა-კოლას ქარხნის ჩასახვევთან შუქნიშანთან მშვიდად მდგომი  ჩუბინიძე დაინახეს. გზა ტაო პრივატ ბანკთან გადაკვეთეს და სიგარეტი იყიდეს. 150 მეტრის გავლის შემდეგ რადიოქარხნის შენობას რომ მიუახლოვდნენ, სადაც მათი „ბირჟაა“, პატრულის მანქანასთან ჩუბინიძე დაინახეს. ისინი შეესწრნენ კამათს, რომელშიც ჩუბინიძე კანთელაძეს ადანაშაულებდა. ამიტომაც აღშფოთდნენ. ამ მონაკვეთში გამოძიებამ ყურდადღება მნიშვნელოვან დეტალს არ მიაქცია. ეს ქალები ამტკიცებენ , რომ ჩუბინიძე იდგა კოკა-კოლასთან და არ მიდიოდა ტაქსით“.
საქმეში ისეთი გარემოებებია, რომლებიც გადამოწმებული არ არის.

ამჟამად საქმე საქალაქო სასამართლოში განიხილება. ნიკა კანთელაძეს 178-ე მუხლის მე-3- ნაწილით ასამართლებენ. ეს მუხლი 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები