20:57, Tuesday, 07.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კახეთში საბიუჯეტო დაფინანსება სოციალურ სფეროებს არ ჰყოფნის

26.12.2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

2008 წელს კახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ადგილობრივ ბიუჯეტებში თანხების არ ქონის მიზეზით, სოფლებში მასობრივად გააუქმეს ბიბლიოთეკები, კულტურის სახლები, დაიხურა ათობით საბავშვო ბაღი. ძირითადად ამავე მიზეზით შემცირდა ან საერთოდ აღარ არის ბიუჯეტში  გათვალისწინებული სოციალური პროგრამების ხარჯები, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი რამდენიმე ორგანიზაციის ასობით თანამშრომელი კი ამ დრომდე უხელფასოდ არის დარჩენილი. სამაგიეროდ, 1500 – დან 2400 ლარამდე გაიზარდა გამგებლების, ხოლო 1000 ლარიდან 1500 ლარამდე საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასები, ასევე, გამგეობის ოფისის და ე.წ. "სხვა" ხარჯები.

გურჯაანის რაიონში მოქმედი 31 ბიბლიოთეკიდან 29 ბიბლიოთეკის ლიკვიდაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მოხდა. 20 კულტურის სახლიდან ოფიციალურად მხოლოდ 2 ფუნქციონირებს. საბავშვო ბაღების გარეშე დარჩა კახიფარის, ვაზისუბნის, ვეჯინის, ჩუმლაყის და სხვა სოფლების მოსახლეობა. შემცირდა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის, ახალშობილთა დახმარებების და სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა დახმარების პროგრამების დაფინანსება. საერთოდ გაუქმდა უმწეო მოსახლეობის სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს ხელფასების გაზრდა არაერთხელ სთხოვეს გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი ნატო ვაჩნაძის, ივანე ბერიტაშვილის, იოსებ ნონეშვილის და სხვათა სახლ – მუზეუმების თანამშრომლებმა, საკრებულომ ცვლილებების შედეგად გამოთავისუფლებული თანხებით მაინც გამგეობის ოფისის, სპორტული ღონისძიებების და ე.წ. "სხვა" ხარჯები გაზარდა. მუზეუმების თანამშრომლების ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც 40 ლარს არ აღემატება, უცვლელი დარჩა. გურჯაანის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის დავით მაჭარაშვილის თქმით, მუზეუმებში დასაქმებულ პირთა ხელფასი შესაძლოა 2009 წელსაც ვერ გაიზარდოს.

2007 წლის მსგავსად 2008 წელსაც კუთვნილი ხელფასების გარეშე დარჩნენ ბაკურციხის აგრარულ - სამრეწველო კოლეჯის პედაგოგები. 35 მასწავლებელი მეორე წელია 2006 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების ხელფასებს უშედეგოდ ითხოვს. პედაგოგებმა საკრებულოს არაერთხელ მიმართეს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების შეცვლის თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. საკრებულომ ბაკურციხის კოლეჯს დაფინანსება სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეუმცირა და ბიუჯეტში სასწავლებლის ხარჯები 49 100 ლარის ნაცვლად 33 600 ლარით განსაზღვრა. პედაგოგებს განუმარტეს, რომ დაფინანსების შემცირება უსახსრობამ გამოიწვია. სინამდვილეში კი, როგორც გავარკვიეთ, აღნიშნული თანხებით საკრებულომ სტუმრების მომსახურებისათვის გამგეობის ოფისის ხარჯები გაზარდა. ეს თანხები გურჯაანის ყოფილი გამგებლის და ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ - ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, აკაკი სიხარულიძის, რესტორანში ქეიფსა და დროსტარებას მოხმარდა.

აღსანიშნავია, რომ იურისტების თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე - 4 ნაწილის თანახმად, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა ხელფასის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების შემცირების საფუძველი.

მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების პრობლემა მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში არ ყოფილა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი ორი თვის დაგვიანებით განახლდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოქტომბერში საბავშვო და ბაგა ბაღების 240 თანამშრომელი, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობის ბრძანებით, უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს კი სექტემბრის თვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში იძულებით, სიღნაღის ყოფილი გამგებლის დავალებით, ბიუჯეტში თანხების არ ქონის მიზეზით გაუშვეს. გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო ტუხაშვილი არ უარყოფს, რომ სექტემბერში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ ყოფილა, მაგრამ რადგან სამუშაო თვე იყო, თანამშრომლებს ხელფასი ეკუთვნით. ეს მაშინ, როცა ოფიციალური მონაცემებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შესანახად 2008 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ნახევარზე მეტი თანხა გაიხარჯა.

"ბიუჯეტის სიმწირის" მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოახერხეს მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმება. მაგალითად, გურჯაანის კულტურის ცენტრში, კომუნალურ და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურებში ოფიციალურად ასამდე კაცია დასაქმებული და გამგეობის საფინანსო განყოფილების მონაცემებით, ყოველთვიურად მათზე ხელფასები გაიცემა. რეალურად კი, სამივე სამსახურში სულ მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი მუშაობს.

ანალოგიური მდგომარეობაა ლაგოდეხშიც. რვა წელიწადზე მეტია ფინანსდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შტატი და დირექცია, არადა მუზეუმი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს. "არ ეწყობა სამუზეუმო ექსპონატების გამოფენები, რადგან ისტორიული მემკვიდრეობის ნიმუშები ბანკშია ჩაკეტილი. მუზეუმს საკუთარი შენობა არ აქვს. ამ ეტაპზე იგი შეკედლებულია ისეთ ავარიულ შენობაში, სადაც მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მუზეუმის შტატი მუდმივად იზრდება", - აღნიშნავს  არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ასოციაციის" დირექტორი გიორგი ბოკერია.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC