კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოლხების მითიური წარმატებები

10 ივნისი, 2009

სოფო ჯმუხაძე

მიხეილ სააკაშვილის რეგიონალური ტურები ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკვე ღიმილის მომგვრელი ხდება. presa.ge-ს დაუკავშირდა ერთ-ერთი ფოთელი ახალგაზრდა, რომელიც ამბობს, რომ ფოთში ვიზიტისას სააკაშვილმა დახურული საწარმო გახსნა, ხოლო  წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა ადგილობრივებს რეზინის შლანგიდან მომავალი წყლით მიულოცა.

ფოთელები სააკაშვილის ვიზიტზე უკვე ანეკდოტებს ყვებიან, მაგრამ მთელი სერიოზულობით ამბობენ, რომ სააკაშვილის ფოთური წარმატებები ისეთივე ფარსი იყო, როგორც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

ჩვენი რესპოდენტი 23 წლის ფოთელი ახალგაზრდა აბო (გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ) ფოთის პორტის იმ საწარმოში მუშაობდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დიდი ზარზეიმით გახსნა, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა უმუშევარია - შეამცირეს. თუმცა, აბოს უბედურება ამით არ დასრულებულა, დაახლოებით ერთი თვის წინ, როგორც თავად ამბობს, წყლისგან მოწამლული საავადმყოფოში მოხვდა.

- ”ათი დღის განმავლობაში ცუდად ვიყავი. მხოლოდ ანალიზები რომ გამეკეთებინა, 70 ლარი მომთხოვეს. მე შემცირებაში მოვყევი და უმუშევარი ვარ. საიდან უნდა მომეტანა ეს ფული, მაგრამ ბოლოს, მდგომარეობა რომ დამძიმდა, მამაჩემმა საავადმყოფოში წამიყვანა. ბოტკინი აღმომაჩნდა და როგორც მოგვიანებით გავიგე, ქალაქში ეპიდემია ყოფილა. დაავადება დაბინძურებულმა წყალმა გამოიწვია. ერთ-ერთ უბანში წყლის მილი გასკდა და წყალში ფეკალური მასები შეერია. ეს ამბავი რომ არ გახმაურებულიყო, ყველა დაავადებულის მკურნალობის თანხები წყალკანალმა დაფარა”.

კი მაგრამ, ქალაქში წყლის ახალი მაგისტრალი გაიყვანეს და უკვე მილები სკდება?

- ახალი კი გაიყვანეს, მაგრამ წყალი ძველ მაგისტრალში მოდის, რომელიც არაფრად ვარგა და მუდმივად პრობლემებია. პრეზდენტი რომ ჩამოვიდა ფოთში და ერთ-ერთი ფოთელის სახლში საზეიმოდ აღნიშნა ქალაქს წყლის მიწოდება აქვსო, სულ ტყუილი იყო.

ტელეფონით გადავიღეთ და  აუცილებად მოგაწვდით კადრებს, წინა ღამით როგორ თხრიდნენ ეზოს, რეზინის მილით რომ მიეყვანათ წყალი იმ ოჯახამდე სადაც, შემდეგ, პრეზიდენტი მიიყვანეს. დილით კი მთელი ეზო მორწყეს, რომ ტრაქტორის კვალი წაეშალათ.

თქვენ თქვით, რომ საწარმოს გახნაც ფარსი იყო…

- ფარსი იყო, აბა რა? ის საწარმო, რომელიც სააკაშვილმა ვითომ გახსნა, ერთ-ერთ თურქულ კომპანიის ეკუთვნის. როგორც კი მოვიდნენ, მაშინვე ყველა დასაქმებული გაათავისუფლეს – ამდენი ადამიანი არ გვჭირდებაო. რამდენიმე ათეული ადამიანის ნაცვლად, 4-5 კაცი დატოვეს.

თითქმის ანალოგიური ვითარებაა ყველგან. თუ გახსოვთ, როგორ დაპირეებს აკეთებდნენ, რომ ფოთის პორტში ინდუსტრიული ზონა გაკეთდებოდა და ცათამბჯენები აშენდებოდა. რაღაც ახლის გაკეთების ნაცვლად ისიც იხურება და ჩერდება, რაც აქამდე მუშაობდა. ფოთი დიდი ხანია არავის ახსოვს და ფოთელებიც შევეჩვიეთ, რომ პატრონი არ გვყავს.

პრესა.გე რესპოდენტის ბრალდებების გადასამოწმებლად ფოთის წყალკანალის სამსახურის უფროსს ვალოდია მსხილაძეს დაუკავშირდა. სხვათა შორის, წყალკანალის საქმიანობას ამჟამად, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პროკურატურა და ფინანსური პოლიცია სწავლობს. მსხილაძე ამბობს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან გეგმიური შემოწმება მიმდინარეობს.

სააკაშვილის ფოთის ვიზიტთან დაკავშირებულ ისტორიაზე კი, მსხილაძე ამბობს, რომ ეს სიცრუეა. ფოთში მოსახლეობის 70%-ს 6-7-საათიანი წყალმომარაგება აქვს, ვინაიდან სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება წყლით მოწამვლის ფაქტებს, სიმართლეს არც ეს ინფორმაცია შეესაბამება.

- ”კომისიამ ეს შემთხვევა გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ სამი მოზარდი ქალაქგარეთ დაინფიცირდა და როგორც ჩანს, ავადმყოფობის გავრცელების წყაროც ისინი აღმოჩნდნენ. წყალკანალს მათი არც მკურნალობის ხარჯები დაუფინანსებია, რადგან წყალკანალი არაფერ შუაში იყო. როგორც ვიცი, მათთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო”, - ამბობს მსხილაძე

წყარო: presa.ge

ახალი ამბები