კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდასხმა მედიაზე

16 ივნისი, 2009

გუშინ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის შედეგად აქციის მონაწილეებთან ერთად ჟურნალისტებიც დაზარალდნენ. დაზარალებული ჟურნალისტები ყვებიან, რომ ძალოვნები მიზანმიმართულად სდევნიდნენ მედიის წარმომადგენლებს და განსაკუთრებული სისასტიკით „ნადირობდნენ“ მათზე, რათა არ დარჩენილიყო დარბევის ამსახველი კადრები თუ ფოტომასალა. ამ მოტივის დამაჯერებლობაზე მეტყველებს ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოგვიანებით დაბრუნებული ფოტო და ვიდეო კამერებიდან დარბევის ამსახველი კადრები წაშლილი იყო.

შინაგან საქმეთა მინისტრის მიადგილე ეკა ზღულაძემ გუშინვე სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, თუმცა სამინისტროს ბოდიში არ მიიღეს დაზარალებული მედია საშუალებების წარმომადგენლებმა. გუშინ მაუწყებლობა შეწყვიტეს ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „კავკასიამ“ და კოლეგებს მოუწოდეს შეერთებოდნენ გაფიცვას.
მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებმა და გაავრცელეს ერთობლივი განცხადება დაზარალებული კოლეგების მხარდასაჭერად.
ჩვენს მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, გუშინ პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ნაცემი და დაზარალებული ჟურნალისტების სრული სია ასე გამოიყურება:

1. გიორგი ოძელაშვილი - ინტერნეტ ტელევიზიის Gevision TV-ს ოპერატორი /მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დააკავეს, წაართვეს ვიდეო-კამერა/
2. ზურაბ ქურციკიძე - ევროპის პრესსააგენტოს ფოტოკორესპონდემტი /მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დააკავეს, წაართვეს ფოტო-კამერა/
3. თორნიკე ზიზიაშვილი - ინტერპრესნიუსის ფოტოკორესპონდენტი /მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა/
4. თემურ ქანდაშვილი - ტელეკომპანია კავკასიის ოპერატორი /წაართვეს და დაუმტვრიეს ვიდეო-კამერა/
5. თეონა ლალიაშვილი - ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტი /მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა/
6. ანა ბროლაძე - ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტი /მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვეს კასეტა, რომელზეც დარბევის კადრებს შეიცავდა/
7. სერგი ბარამიძე - ტელეკომპანია მაესტროს ოპერატორი /მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვეს და დაუმტვრიეს ვიდეო-კამერა/
8. შოთა კაპანაძე - ტელეკომპანია მაესტროს ოპერატორი /მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვეს და დაუმტვრიეს ვიდეო-კამერა/
9. ივანე შლამოვი - „ფრანს პრესის“ ფოტოკორესპონდენტი /წაართვეს ფოტო-კამერა/
10. დათო მძინარიშვილი - სააგენტო როიტერის ფოტოკორესპონდენტი /წაართვეს ფოტო-კამერა/
11. ირმა ინაშვილი - ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელი /მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვეს და დაუმტვრიეს ვიდეო-კამერა/
12. მალხაზ ვარშანიძე - ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივის“ ოპერატორი /მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვეს და დაუმტვრიეს ვიდეო-კამერა/
13. ირაკლი კორძაია - ჟურნალისტი /მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა/

ირმა ინაშვილის განცხადებით ნაცემია „ობიექტივის“ კიდევ ერთი ოპერატორი, რომელიც თავს იკავებს თავისი ვინაობის გამხელისგან. ამ ოპერატორსაც, ინაშვილის განცხადებით წაართვეს და დაუმტვრიეს ვიდეო-კამერა. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებისგან განსხვავებით „ობიექტივისთვის“ ინაშვილის განცხადებით არც ერთი კამერა არ დაუბრუნებიათ.

ახალი ამბები