04:04, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პარლამენტი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ართულებს

27.07.2009
გელა მთივლიშვილი

საქართველოს პარლამენტი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტი საჯარო დაწესებულებას უფლებამოსილებას ანიჭებს თავად განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი. იურისტებს მიაჩნიათ, რომ საჯარო დაწესებულებებისათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება მოქალაქეებს ინფორმაციის დროულად მოპოვებაში ბევრ სირთულეს შეუქმნის.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრს ლაშა თორდიას ეკუთვნის და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მუხლობრივად უკვე განიხილა.

კანონპროექტი ითვალისწინებს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის I პუნქტში ცვლილებების შეტანას და მის ჩამოყალიბებას შემდეგი რედაქციით: „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხდება საჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით“.

კანონპროექტზე დართული განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია „საჯარო დაწესებულებას მიენიჭოს უფლებამოსილება თავად განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის განსაზღვრის წესი“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ აღნიშნული მიზანი ვერ იქნება ნორმაში ცვლილების შეტანის გამამართლებელი გარემოება. „ნებისმიერი ცვლილება არსებული უფლების უკეთ რეალიზებას უნდა ემსახურებოდეს. ჩვენი აზრით კი, მუხლის შემოთავაზებული ფორმულირება დააბრკოლებს ინფორმაციის დროულად და ეფექტურად მიღებას. სწორედ ინფორმაციის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებებს არ გააჩნდეთ ავტონომიური წესების დადგენის უფლებამოსილება. ამასთან, ნორმის შემოთავაზებული ფორმულირებიდან ნათლად არ იკვეთება კანონმდებლის ნება – უნაღდო და ნაღდ ანგარიშსწორებას მოსაკრებლის გადახდის ალტერნატიულ საშუალებებად მიიჩნევს თუ ორივე მათგანის გამოყენების შესაძლებლობას ერთდროულად უშვებს“, - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი.

მისივე თქმით, მოქმედი კანონის მე-8 მუხლის I პუნქტი საჭიროებს ცვლილებას, თუმცა არა შემოთავაზებული სახით. „ნორმის დღეს მოქმედი რედაქციით „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხდება საჯარო დაწესებულების სალაროში“. იმის გამო, რომ საქართველოში მოქმედ საჯარო დაწესებულებათა ნაწილს სალარო არ გააჩნია, დღის წესრიგში დგება მოსაკრებლის გადახდისას უნაღდო ანგარიშწორების გამოყენების საკითხი. ვერ გავიზიარებთ საკანონმდებლო ინიციატივის იმ ნაწილს, რომელიც საჯარო დაწესებულებას ანიჭებს მოსაკრებლის გადახდის წესის განსაზღვრის უფლებამოსილებას: „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხდება საჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით“. მიგვაჩნია, რომ საჯარო დაწესებულებებისათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება ბევრ სურთულეს შეუქმნის მოქალაქეებს ინფორმაციის დროულად მოპოვებაში“, - აცხადებს თამარ ხიდაშელი.

ამის დასტურად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს თათული თოდუას შემდეგი არგუმენტები მოჰყავს:

„საკანონმდებლო ინიციატივის მოცემული ფორმულირება არ შეიცავს რაიმე მითითებას დროზე და არ არის განსაზღვრული ვადები, რომლის განმავლობაშიც საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნება განსაზღვროს მოსაკრებლის გადახდის წესი. თუმცა, მეორე მხრივ, წარმოდგენილი კანონპროექტის მიერ მკაცრი ვადის გათვალისწინებაც ვერ შექმნის იმის გარანტიას, რომ ყველა საჯარო დაწესებულება (სკოლები, მუზეუმები და სხვა) აუცილებლად განსაზღვრავს მოცემულ წესს. ანუ, არსებობს საშიშროება, ასეთი წესი ან საერთოდ არ განისაზღვროს, ან მისი დადგენა გაჭიანურდეს, რაც შეაფერხებს მოქალაქეების მიერ ინფორმაციის თავისუფლებით სარგებლობას.

გარდა ამისა, საჯარო დაწესებულებებისათვის აღნიშნულ საკითხზე ნორმათშემოქმედების უფლების მინიჭება ნიშნავს ერთგვაროვანი პრაქტიკისა და განსხვავებული მიდგომების არსებობას ქვეყნის მასშტაბით. წესების ამ სიმრავლეში ჩვეულებრივ მოქალაქეს ძალიან გაუჭირდება ორიენტაცია და ელემენტარულად იმის გამორკვევა-დამახსოვრება, თუ რომელ საჯარო დაწესებულებაში რა წესები მოქმედებს ინფორმაციის მოთხოვნისას. განმცხადებელი ვალდებული იქნება იცოდეს ყველა საჯარო დაწესებულების შიდა აქტი მოსაკრებლის გადახდის წესის განსაზღვრის თაობაზე. ასეთი ტიპის აქტები კი ყველა საჯარო დაწესებულებასთან მიმართებაში არ ექვემდებარებიან გამოქვეყნებას, რაც შეუძლებელს გახდის დადგენილი წესების ცოდნას მოქალაქეების მიერ“.

პარლამენტი კანონპროექტის განხილვას უახლოეს დღეებში გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, გაიზიარებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შენიშვნებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC