04:04, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვინ დააპატიმრა პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტები?

29.07.2009
არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ ციხიდან გამოუშვეს

თაკო ხუციშვილი
ანა შეშაბერიძე

მოძრაობა “ერთიანი საქართველოს” 4 აქტივისტი: შუქრი ბენიძე, გიორგი თევდორაშვილი, იური ლაცაბიძე და ბესიკ ლაცაბიძე 30 დღიანი პატიმრობის შემდეგ 23 ივლისს გაათავისუფლეს. ისინი 23 ივნისს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლესთან მომხდარი ინციდენტის დროს “გაუჩინარდნენ”. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათი დაკავების ფაქტს არ ადასტურებდა, რადგან არ უნდოდა ეღიარებინა, რომ 23 ივნისს პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარ ინციდენტში პოლიციაც მონაწილეობდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ მათი დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. “ერთიანი საქართველოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, 2009 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა დადგენილება, რომლის თანახმადაც ეს პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 160-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე.

ინფორმაცია სასამართლოს გამართვისა და გამოტანილი განაჩენის შესახებ სამი დღის განმავლობაში პოლიტიკური პარტიისთვის უცნობი იყო. აქტივისტების დაკავების შესახებ მათ ომბუდსმენის დახმარებით შეიტყვეს.

7 ივლისს, დაკავებული აქტივისტების ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ სააპელაციო სასამართლოში შეიტანა საჩივარი, თუმცა ის სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

“აქტივისტები ავლაბრის რეზიდენციის პიკეტირებას ახდენდნენ. 23 ივნისს დაახლოებით 6 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე უკმაყოფილო “ადგილობრივი” მოსახლეები გამოჩნდნენ, რომლებიც შენობის ტერიტორიიდან საკნების აღებას მოითხოვდნენ. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები იყვნენ. ჩვენი პარტიის წევრები მათთან კონფლიქტში არ შესულან. მალე მათ სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი პოლიციელებიც მოყვნენ. ამ ინციდენტის შემდეგ, ჩვენი პარტიის მხარდამჭერი 4 პიროვნება გაურკვეველ ვითარებაში გაქრა. რამდენიმე დღე უშედეგოდ ვცდილობდით მათი ადგილსამყოფელის დადგენას. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერცერთი უწყებიდან ვერ მივიღეთ პასუხი ამ ადამიანების ადგილსამყოფელის შესახებ. მოგვიანებით სახალხო დამცველის დახმარებით გავარკვიეთ, რომ ისინი მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდნენ” - გვითხრა პარტიის პრესმდივანმა ირინა ჯაბაურმა.

“ჩვენ ვსვამთ კითხვას: საიდან მოხვდა ეს 4 ადამიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში, მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. რა უფლებით მოჰკიდა უბრალო მოსახლეობამ ხელი აქტივისტებს და წაიყვანა საპყრობილეში?” - ამბობს ირინა ჯაბაური და ხელისუფლებისგან ამ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.
 
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, დავით მანაგაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქტივისტების დაკავების შესახებ ინფორმაციის დამალვა კანონდარღვევაა: “ინფორმაცია, პირის დაკავების შესახებ საჯაროა და მისი დაფარვა კანონს ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში სხვა კანონდარღვევასთანაც გვაქვს საქმე. სასამართლოს საპროცესო კოდექსის თანახმად თუ კი სრულწლოვანი პირი დაკავებულია, დაკავებიდან 5 საათის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი ახლობლებს უნდა შეატყობინონ, ასევე დაკავებულს აქვს ადვოკატის აყვანის უფლება, რათა განხორციელდეს დაკავებულის დაცვის უფლება. შესაბამისად თუკი შეიზღუდა ეს უფლებები, კანონი დაირღვა”.

საინტერესოა ისიც, რომ პატიმრობის ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე აქტივისტები რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს. “მიზეზი დღემდე უცნობია ჩვენთვის იმიტომ, რომ ამის შესახებ არც ადვოკატისთვის უცნობებიას  და არც დაკავებულებისთვის განუმარტავთ რამე. დაკავებულთა ვარაუდით  ეს ბაიდენის ვიზიტს უკავშირდებოდა” - აღნიშნავს ირინა ჯაბაური.

პრესცენტრის ინფორმაციით, დაკავებულები უმძიმეს პირობებში იმყოფებოდნენ. პარტიის და ოჯახის წევრებისგან შეგზავნილი საკვები და ტანსაცმელი პატიმრებამდე არ აღწევდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშიც კი მათთან ერთი თვის განმავლობაში ექიმი არ შესულა.

პარტიამ სარჩელი შეიტანა მთავარ პროკურორთან და ამჟამად საქმის მსვლელობას ელოდება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC