04:00, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აძვის მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს

31.07.2009
თეა თედლიაშვილი, გორი

სოფელ აძვის მოსახლეობა, რამდენჯერმე შეეცადა ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას, თუმცა უშედეგოდ. ხალხი მხარის გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად გორში არაერთხელ ჩავიდა. ისინი ამბობენ, რომ საკუთარი გასაჭირის შესახებ ხელისუფლებას წერილობითაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. აძველები ამბობენ, რომ საზღვრისპირა სოფლებს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს.
 
სარწყავი წყალი სოფელ აძვს ცხინვალიდან მოეწოდებოდა, ამის გამო ისინი წლების მანზილზე წყალს ისედაც პრობლემურად იღებდნენ. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი სოფელი გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდა, რადგან იმ ნაკვეთების მორწყვასაც კი ვერ ახერხებენ, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ამის გამო მოსახლეობას მოსავალი ვერ მოჰყავს.
 
„აქ ჩამოსასვლელი ფული ერთანეთისგან ვისესხეთ. ეს რა ხელისუფლებაა, ჩვენი სოფელი საზღვრისპირა სოფელია არ არის? არც ერთი დახმარება იქ არ მოდის, სოციალური დახმარებები ჩვენ არ გვერიცხება, ნაკვეთების უმრავლესობა უკონტროლო ტერიტორიაზე მოხვდა. მთავრობა გვეუბნება იქით არ გადახვიდეთ, პასუხს არ ვაგებთ რამე რომ მოგივიდეთო, ჩვენ რითი უნდა ვიცხოვროთ, კი ბატონო არ წავალთ იქით, მაგრამ რაც ჩვენს მხარესაა იმ ნაკვეთების მორწყვას რომ საერთოდ ვერ ვახერხებთ? წყალი არ გვაქვს და ერთი ჭაბურღილი მაინც გააკეთონ. ოსები როცა უნდოდათ წყალს მაშინ გვაწვდიდნენ და თან უზარმაზარ გადასახადს გვახდევინებდნენ, ახლა კი საერთოდ არ გვაქვს სარწყავი წყალი, რა მოსავალის მოყვანაზეა საუბარი, მრავალწლიანი ნარგავები რაც იყო ისიც გახმა“, - ამბობს აძვში მცხოვრები თინა ცეცხლაძე.

გარდა სარწყავი წყლისა აძველებს სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ.

„დილას, რომ წამოვედი კი მოვიტანე მეზობლისგან ცოტა წყალი, მაგრამ სასმელი წყალი რომ პრობლემა გახდება ეს ცხოვრებაა? მთავრობას რომ ჰკითხო ყველაფერს აკეთებს ჩვენს დასახმარებლად... ყველა სოფელში გათხარეს ჭაბურღილები, ჩვენ გეგონება არ ვარსებობთ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. კაშხალის მშენებლობას შეგვპირდნენ, წყლის პრობლემას საერთოდ მოგიგვარებთო. როდის მოგვარდება სინამდვილეში არ ვიცით. ჯერ არაფერიც არ გაუკეთებიათ“, - ამბობს აძვის მკვიდრი ჟუჟუნა ბალამწარაშვილი.

აძველები მხარის გუბერნატორს ლადო ვარძელაშვილს ვერ შეხვდნენ და შესაბამისად არც რაიმე დაპირება მიუღიათ. გორში ჩამოსულ აძველების ნაწილს გორის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი შეხვდა.

ხმიადაშვილი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აძვში სარწყავი წყლის არხი უკვე გაკეთებულია და სოფელს წყალი მიეწოდება. რაც შეეხება სასმელ წყალს ხმიადაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში ესეც მოგვარდება: „ახლა უკვე დაივლიან სოფლებს და ვისაც სასმელი წყლის პრობლემა აქვთ ყველა სოფელს მოეხსნება ეს პრობლემა. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ეს პროექტი აძვში არ ხორციელდება და დახმარებას შესაბამისად ვერ მიიღებენ“ - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC