კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უფლებაშელახული მასწავლებელი მომავალს ვერ ააშენებს“

12 აპრილი, 2010

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირი ისევ მასობრივი გაფიცვისთვის ემზადება. საპროტესტო აქცია, რომელიც 26 თებერვალს უნდა გამართულიყო,  საგაფიცვო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაისისთვის გადაიდო.

მასწავლებელთა თავისუფალ პროფკავშირში პედაგოგთა უფლებების შეზღუდვასა და მთელ რიგ პრობლემებზე საუბრობენ. მასობრივი გაფიცვის მიზანი განათლების სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაა.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზეწოლას ახდენს პედაგოგებზე, აიძულებენ, მათსავე შექმნილ ორგანიზაცია „სინდიკატში“ გაწევრიანდნენ. ზეწოლა განსაკუთრებით თავისუფალი პროფკავშირის წევრ პედაგოგებზე  ხორციელდება. ყველა ხერხის გამოყენებით აიძულებენ, დატოვონ ჩვენი პროფკავშირი და აღნიშნულ ორგანიზაციაში გადავიდნენ. ჩვენ გვეწინააღმდეგება „თავისუფლების ინსტიტუტი“, რომ არაფერი ვთქვა, ზოგადად, განათლების სამინისტროზე. ჩვენ საკმაოდ მწვავე მოსაზრებები გვაქვს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით და ამის გამო, ბუნებრივია, ბევრი წინააღმდეგობა გვხვდება“, - აცხადებს საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის ქუთაისის ორგანიზაციის იურისტი ხათუნა არველაძე.

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები ის თემაა, რომლის ირგვლივაც ვნებათაღელმა ჯერაც არ განელებულა. შესაბამისად, ეს საკითხი ერთ-ერთია მთელ რიგ საკითხთა შორის, რომელიც მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის კრიტიკას იმსახურებს.

პედაგოგები აცხადებენ, რომ სერთიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე განათლების სამინისტროსგან დაპირება მიიღეს, რომ დეტალურ ინფორმაციას, ისევე როგორც გამოცდებისთვის საჭირო ყველა მასალას წინასწარ, გამოცდებამდე მიიღებდნენ. თუმცა, ასე არ მოხდა. ისინი თვლიან, რომ სასერთიფიკაციო გამოცდებამდე მოსამზადებლად არასაკმარისი დროა დარჩენილი. პადაგოგებს კი არც ლიტერატურა აქვთ და არც წინასწარი ტესტები.

„წინააღმდეგობის მიუხედავად, ვგულისხმობ წინააღმდეგობას ჩვენი, პედაგოგების მხრიდან, განათლების სამინისტრო უკან არ იხევს და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მთელი სერიოზულობით ემზადება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აზრი მათთვის ნაკლებად საინტერესო და გასათვალისწინებელია. ამ დროს აცხადებენ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და მომავალს ვაშენებთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ უფლებაშელახული მასწავლებელი მომავალს ვერ ააშენებს,“ - ამბობს პედაგოგი ლალი ყურაშვილი. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩატარდა ერთჯერადი ტრენინგები, რომელიც წინასასერთიფიკაციო მომზადებას ისახავს მიზნად, უკმაყოფილება მაინც დიდია. პედაგოგები აცხადებენ, რომ ტრენინგებს ის პირები ატარებენ, რომლებიც მთელ რიგ საკითხებში თავადაც ვერ ერკვევიან.

„შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ამ სერთიფიცირების წინააღმდეგი იმიტომ ვართ, რომ გვეშინია. ასე არ არის. უბრალოდ, რიგ საკითხებში გარკვევა გვჭირდება. მოგვცენ მოსამზადებელი მასალა, დრო და უკან არ დავიხევთ. ასე კი, არაფერი გამოვა. მრავალი საკითხი გვაინტერესებს, ტრენერებს ვეკითხებით და ისინიც უხერხულ მდგომარეობაში არია. არ იციან და იმიტომ“, - აცხადებენ ქუთაისელი პედაგოგები.

„ბევრი რამაა დასაზუსტებელი - რამდენია გამსვლელი ქულა, რატომ არ უნდა ჰქონდეს მასწავლებელს გასაჩივრების უფლება და ა. შ. ჩვენ სწორედ ამ დაზუსტებას ვითხოვთ. მასწავლებლებს ყველაფერი აინტერესებთ ამ გამოცდებთან დაკავშირებით“, - ამბობს იურისტი ხათუნა არველაძე.

ახალი ამბები