კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ რეპრესირებულ მოქალაქეს პენსიის დანიშვნაზე უარი უთხრა

2 ივლისი, 2010

მაკა მალაყმაძე, აჭარა

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოქალაქე ლიდია ლომთათიძე დაუკავშირდა. მამამისი, დიმიტრი ლომთათიძე პოლიტიკურ მსხვერპლად არის აღიარებული. ლიდია და მისი ძმა, ანატოლიც მამამისის გადასხლებაში ყოფნის დროს დაიბადნენ. თუმცა, ძმისაგან განსხვავებით, ლიდია ლომთათიძე რეპრესირებულის პენსიას ვერ იღებს.

„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა: „პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია; პოლიტიკური რეპრესიის მეუღლე, შვილი...“. მიუხედავად იმისა, რომ ლიდია ლომთათიძის მამა, დიმიტრი ლომთათიძე და ძმა, ანატოლი ლომთათიძე აღიარებული არიან რეპრესირების მსხვერპლად, ასევე, მამის გადასახლებაში ყოფნისას ერთი წელი მასთან ერთად იმყოფებოდა, ლიდია ლომთათიძეს სასამართლომ პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარებაზე უარი უთხრა.

„დავიბადე 1952 წლის 8 იანვარს, რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, ჩიტის ოლქის შილკინის რაიონში, სოფელში არბოგარში. დედაჩემი, მარია პოდოლსკაია და მამაჩემი, დიმიტრი ლომთათიძე რეპრებულები იყვნენ და ამ ოლქში დაქორწინდნენ. მე და ჩემი ძმა, ანატოლი, მათი გადასახლების ადგილას დავიბადეთ და ვიმყოფებოდი ჩვენს მშობლებთან ერთად. ისინი სასჯელის მოხდის ადგილას იმყოფებოდნენ 1953 წლის აგვისტომდე“.

აღნიშნულს საქართველოს უშიშროების სამინისტროს 2002 წლის 14 მარტს გაცემული ცნობაც ადასტურებს: „მოქალაქე დიმიტრი კაპიტონის ძე ლომთათიძე დაბადებული 1913 წელს ჩოხატაურის რაიონში, სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1945 წლის 18 აგვისტოს #987 I დადგენილების საფუძველზე, დიდ სამამულო ომის წლებში, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ გერმანიის არმიაში სამსახურის გამო, 1946 წლის 17 ოქტომბრიდან გადაყვანილ იქნა სპეცგადასახლებულის მდგომარეობის მდგომარეობაზე 6 წლით ჩიტის ოლქში“.

აღნიშნული ცნობით და დაბადების მოწმობით, ლიდია ლომთათიძისამ რეპრესირების მსხვერპლად აღიარებისთვის სასამართლოს ჯერ კიდევ 2006 წელს მიმართა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შარაძემ მოპასუხე მხარის, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის პოზიცია გაითვალისწინა. ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურედება ის ფაქტი, რომ ლიდია ლომთათიძე ნამდვილად იმყოფებოდა მამასთან ერთად გადასახლებაში. საქმეში კი მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა დაბადების მოწმობა, რომელშიც დაბადების ადგილად რუსულ ენაზე აღნიშნულია შილკინსკის რაიონი, და პირადობის მოწმობა, რომელშიც დაბადების ადგილად რუსეთია მითითებული.

ლიდია ლომთათიძემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ არც ზემდგომმა ინსტანციამ გამოიტანა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. „ჩემს ძმას თუკი ეკუთვნის აღნიშნული პენსია, მე რატომ არ მეკუთვნის? ვაპირებ საქართველოს პრეზიდენტს მივმართო. იმედი მაქვს, რომ გულისხმიერებას გამოიჩენს ჩემი ოჯახისადმი. კანონიერად მეკუთვნის რეპრესირებულის პენსია და სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილების გამო ვერ ვიღებ. ნუთუ საქართველოს ერთი რეპრესირებული ადამიანისთვის პენსიის თანხა არ გააჩნია?!“ - აცხადებს ლიდია ლომთათიძე, რომელიც წლებია, საწოლს მიჯაჭვულ, მძიმედ დაავადებულ დედას უვლის. დედის პენსიის გარდა, ოჯახს სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

ახალი ამბები