სასტიკი დარბევა ბათუმში
დღეს, ბათუმში სტუმრად იმყოფებოდა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი. ამავე დღეს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ იყო დანიშნული მიტინგი ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით.
ასლან აბაშიძის მომხრეების მიერ სასტიკად იქნა დარბეული ოპოზიციონერთა მიტინგი. დაჭრილია რამდენიმე მომიტინგე, მათ შორის ერთი - ცეცხლსასროლი იარაღით. ათობით ადამიანია სასტიკად ნაცემი. აბაშიძის მომხრეებმა დაარბიეს მოძრაობა "კმარას", "ჩვენი აჭარის" და "დემოკრატიული აჭარის" ოფისები. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციის წარმომადგენლები არც კი შეეცადნენ წესრიგის დამყარებას.
ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გმობს ძალადობას და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების სასტიკ დარღვევას.