არსენ ზარბაზოია გაათავისუფლეს
ბათუმის სასამართლომ №4 იზოლატორის პატიმარი არსენ ზარბაზოია 5 აპრილს გაათავისუფლა. ზარბაზოია სასჯელს ბანდიტობისთვის იხდიდა, მას თენგიზ ასანიძის ბანდის წევრობა ედებოდა ბრალად. სასამართლომ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა და პატიმარი მოსახდელ ვადამდე ათი თვით ადრე გაათავისუფლა.
ყოფილი პატიმარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს: „ათი წელი უკანონოდ ვიხდიდი სასჯელს, იზოლატორი კი ტუბერკულოზით დაავადებულმა დავტოვე“ – განაცხადა მან ციხიდან გამოსვლისას.