უშიშროების დახურული აკადემიის სტუდენტების ბედი გაურკვეველია
თბილისი. 05.08.04. მედია-ნიუსი. ამ დღეებში უშიშროების დახურული აკადემიის სტუდენტებმა და მათმა მშობლებმა სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი თქმით, უშიშროების აკადემიის სტუდენტების უმრავლესობამ სასწავლებლის დახურვის შესახებ არაფერი იცის. ამასთან, დარღვეულია სტუდენტებსა და აკადემიას შორის დადებული 5-წლიანი ხელშეკრულება.
სახელმწიფო კანცელარიიდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია.