კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლეთა რიცხვი განახევრდება

15 სექტემბერი, 2004

მოსამართლეთა რიცხვი განახევრდება

თბილისი.14.09.04.მედია ნიუსი. სასამართლო სისტემაში რეფორმის ახალი ეტაპი 20 სექტემბრიდან დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოში არსებული 70-ზე მეტი სასამართლოდან 24 რაიონული სასამართლო დარჩება. ორჯერ შემცირდება მოსამართლეთა რიცხვიც, რაც დღეისათვის 300-ს აღემატება.

როგორც სააგენტო „მედია ნიუსს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცნობეს, სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამართლეები რეზერვში ჩაირიცხებიან, თუმცა რა პრინციპით მოხდება მოსამართლეთა „გადარჩევა“, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ აკონკრეტებენ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლოთა გაერთიანების თაობაზე შესაბამისი ბრძანებულება 24 აგვისტოს გამოსცა. 2-3 რაიონული სასამართლოდან შეიქმნება ერთი, როგორც ეს რაიონული პროკურატურების გაერთიანებისას მოხდა.

როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, უკვე შემუშავებულია სასამართლო ხელისუფლებისა და საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის კონცეფცია.

ახალი ამბები