სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ
თბილისი. მედია-ნიუსი. 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაახლოებით 100 მლნ. ლარს მიიღებს.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი აცხადებს, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახების რიცხვი, რომელიც დაახლოებით 250 ათასს შეადგენს უნდა შემცირდეს. ამ მიზნით, 2005 წლის ბიუჯეტიდან თითოეული ერთსულიანი ოჯახი ყოველთვიურად დახმარების სახით 55 ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხა სულადობის მიხედვით იზრდება.
ლადო ჭიპაშვილის თქმით, უკიდურეს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩევა.