კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის სამინისტროს ინტერნეტ-გვერდი გაიხსნა

13 ოქტომბერი, 2004

იუსტიციის სამინისტროს ინტერნეტ-გვერდი გაიხსნა

თბილისი.12.10.04.მედია ნიუსი. იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა 12 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს ინტერნეტ-გვერდი www.justice.gov.ge გახსნა, სადაც განთავსებულია კანონების უფასო და განახლებადი საძიებელი.

ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულია აგრეთვე ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურისა და საქმიანობის თაობაზე, ახსნილია პროცედურა, რომელიც სამინისტროდან დოკუმენტების გაცემას ეხება; სამინისტროს თანამშრომელთა სატელეფონო ცნობარი და ელექტრონული ფოსტის მისამართები და სხვა ინფორმაცია.

რაც შეეხება კანონის საძიებო სისტემას, აქ კანონთა გარდა, განთავსებულია პრეზიდენტის ბრძანებულებები და მთავრობის დადგენილებები.

იუსტიციის მინისტრის თქმით, უახლოეს მომვალში შესაძლებელი იქნება ინტერნეტ-გვერდზე მინისტრის ბრძანებების გამოქვეყნება, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების გამჭვირვალობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, კანონში შეტანილი თითოეული ცვლილება თარიღის მიხედვით მოძებნონ.

როგორც სააგენტო „მედია-ნიუსს“ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ინფორმატიზაციის სამმართველოს უფროსმა ზაზა იტრიაშვილმა განუცხადა, სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე მუშაობა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შრომატევადი იყო კანონების ელექტრონული ვერსიის შექმნა. გვერდზე მოთავსებულია 1000-ზე მეტი ნორმატიული აქტი, რომელიც მუდმივად განახლდება.

ახალი ამბები