მოსამართლე ქრთამის აღებისთვის დააკავეს
თბილისი.11.10.04.მედია-ნიუსი. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და უშიშროების სამინისტროს კონსტიტუციური წყობის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე ტალიაშვილი.
მან 500 აშშ დოლარი 12 ოქტომბრისთვის დანიშნულ ერთ-ერთ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით აიღო.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე უშიშროების მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა, არსებობს შესაბამისი ვიდეომასალაც, რომლითაც აღნიშნული ფაქტი დასტურდება.
მისივე თქმით, უშიშროების სამინისტრო და პროკურატურა ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გააგრძელებენ, რადგან სამართალდამცავ სტრუქტურებში მსგავს ფაქტებზე ინფორმაციები ხშირად შედის.