კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მაღალჩინოსნებს სასტუმროებში „ივერიასა“ და „აჭარაში“ საკუთარი ინტერესები აქვთ“

8 ნოემბერი, 2004

„მაღალჩინოსნებს სასტუმროებში „ივერიასა“ და „აჭარაში“ საკუთარი ინტერესები აქვთ“

 

თბილისი.03.11.04.მედია-ნიუსი. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს სასტუმროებში - „ივერიასა“ და „აჭარაში“ საკუთარი ინტერესები აქვთ, რასაც იქიდან დევნილთა გამოსახლება მოჰყვა.

 

„მას შემდეგ, რაც დავინტერესდით ლტოლვილთა უფლებების დარღვევის ფაქტებით, კანცელარიიდან კონკრეტულად კი პრემიერ ზურაბ ჟვანიას წარმომადგენლების მხრიდან ჩვენზე ზეწოლა ხორციელდება,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა 3 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის იურისტის გიორგი თუმანიშვილის (უმცროსი) განცხადებით კი, სასტუმრო „აჭარაში“ მცხოვრებ დევნილებთან სასტუმროს გენერალური დირექტორის თეიმურაზ უგულავას მიერ გაფორმებული ხელშეკრულების რამდენიმე მუხლი საკმაოდ საეჭვოა. კონკრეტულად კი ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, ადმინისტრაცია ვალდებულია გადაუხადოს მოქალაქეს საკომპენსაციო თანხა (7000 დოლარი) 2004 წლის პირველი ნოემბრიდან.

 

ეს ნორმა სამართლებრივად გამართულია, მაგრამ აღნიშნული თანხის გადახდა ადმინისტრაციას შეუძლია 1 ნოემბრიდან თუნდაც 50 წლის შემდეგ.

ხელშეკრულების დასკვნითი დებულების 3.1. მუხლის მიხედვით, თუ 31 ოქტომბრისთვის არ იქნება ხელშეკრულება გაფორმებული სასტუმროში მცხოვრებ ლტოლვილებს და ადმინისტრაციას შორის, მაშინ ეს უკანასკნელი იტოვებს უფლებას გააუქმოს ხელშეკრულება.  

ახალი ამბები