კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები თამაზ ბაკურიძეს იცავენ

22 ნოემბერი, 2004

არასამთავრობოები თამაზ ბაკურიძეს იცავენ

თბილისი.19.11.04.მედია-ნიუსი. არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის უფლებების დაცვის კავშირის, ადამიანის უფლებების დაცვის ახალგაზრდული კავშირის, ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრისა და ფორსმაჟორული და სხვა სიტუაციებში დაზარალებულთა კავშირის წარმომადგენლები მოითხოვენ, აჭარის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელის თამაზ ბაკურიძეს წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებით და მოხდეს სახელმწიფოსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება.

„ჩვენ მიმართვა შევიმუშავეთ გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სახელზე, სადაც ვითხოვთ, რომ მოხდეს საპროცესო შეთანხმება. გაუგებარია, მაშინ როცა ასლან აბაშიძე მეზობელ რუსეთში თავისუფლად დაიარება, რატომ არის დაკავებული თამაზ ბაკურიძე, რომელიც ვარდების რევოლუციის დროს აბაშიძეს დაუპირისპირდა და მის მითითებებს არ ასრულებდა,“- განაცხადა საქართველოს დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის უფლებების დაცვის კავშირის თავმჯდომარემ დავით ლოლუაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნილ საქმესთან დაკავშირებით მათ მიმართეს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა.

ცნობისთვის: თამაზ ბაკურიძე სამართალდამცავებმა 8 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალად ედება გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის არამიზნობრივად გაფლანგვა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბე. ამჟამად თამაზ ბაკურიძე ბათუმის №3 საპყრობილეში იმყოფება.

 

ახალი ამბები