მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ბინაში უცნობი პირები შეჭრას ცდილობდნენ
თბილისი.16.12.04.მედია-ნიუსი. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კერვალიშვილი აცხადებს, რომ 15 დეკემბერს ღამით „დიდი ეროვნული გაერთიანების“ სპიკერის მანანა არჩვაძე- გამსახურდიას საცხოვრებელ ბინაზე „თავდასხმა მოხდა, კერძოდ კი ოთხი უცნობი პირი ცდილობდა შეჭრილიყო მანანა არჩვაძე-გამსახურდიას საცხოვრებელ ბინაში.“
ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაცია ამ ფაქტს მიიჩნევს მანანა არჩვაძე-გამსახურდიაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად და მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას აკისრებს.
„ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მსგავსი პროვოკაციების გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ მსოფლიო დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ვაცნობოთ, თუ როგორ იდევნებიან საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები,“- ნათქვამია განცხადებაში.