კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამიერიდან მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია

22 დეკემბერი, 2004

 ამიერიდან მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია


თბილისი.21.12.04.მედია-ნიუსი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან მოსამართლის ბრძანება ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების შესახებ შესაძლოა გასაჩივრდეს.

ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო, რაც იმას ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს ჩხრეკის შესახებ მოსამართლის ბრძანება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს და მისი უკანონოდ ცნობის შემთხვევაში კონპენსაციაც მოითხოვოს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან შეიძლება ითქვას, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში ნაბიჯ-ნაბიჯ მკვიდრდება ევროპული სამართალი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე პარლამენტი მიიღებს მნიშვნელოვან ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში”, - განაცხადა “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელმა.

საქმე ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართალის საპროცესო კოდექსის ის მუხლიები, რომელიც მოსამართლის ბრძანების გასაჩივრებას კრძალავდა.

სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელის გელა დვალიძის თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, რადგან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტური გახდეს.

ახალი ამბები