კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის შენობასთან სტუდენტთა აქცია განახლდა

9 მარტი, 2005

პარლამენტის შენობასთან სტუდენტთა აქცია განახლდა

თბილისი.08.03.05.მედია-ნიუსი. საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის სტუდენტების აქცია კვლავ გრძელდება. 8 მარტს, დილით იქ 400-მდე სტუდენტი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ და მანამდე არ შეწყვეტენ გამოსვლებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. არ არის გამორიცხული სტუდენტებმა სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლონ.

სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები უმაღლესი განათლების შესახებ კანონს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მათაც მოუწევთ. სამედიცინო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კი კოლეჯის სტუდენტები უნივერსიტეტში უგამოცდოთ უნდა ჩარიცხულიყვნენ.

ახალი ამბები