კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველმა სამართალდამცავებმა რუსი სამშვიდობოები დააკავეს

22 მარტი, 2005

ქართველმა სამართალდამცავებმა რუსი სამშვიდობოები დააკავეს

თბილისი.21.03.05.მედია-ნიუსი. აფხაზეთის პირობით საზღვართან, სოფელ განმუხურში საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ბატალიონის წევრებმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების ოთხი ჯარისკაცი დააკავეს.

ისინი შეიარაღებულნი იყვნენ და ერთ-ერთი მოსახლის ეზოში აპირებდნენ შესვლას. დაკავებულთაგან, რომლებიც ზუგდიდში, ბატალიონის შტაბში გადაიყვანეს, ერთი სომეხია, ერთი ყაბარდოელი და ორი რუსი.

დაკითხვისას ჯარისკაცებმა განმარტეს, რომ რამდენიმე დღის წინათ ცხენი მოპარეს და სოფელში მის საძებნელად იმყოფებოდნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მათ გაათავისუფლებენ თუ არა. 

 

ახალი ამბები