ქართველი ჯარისკაცები ერაყიდან დაბრუნდნენ
თბილისი.15.06.05.მედიანიუსი. 14 ივნისს, გუშინ გვიან ღამით ერაყიდან საქართველოში კომანდოს ბატალიონის 300 ჯარისკაცი დაბრუნდა.
ისინი ერაყში სამშვიდობო მისიით ბოლო 7 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ ამ ქვეყანაში მალე სხვა ქართული ბატალიონი შეცვლის‚ რომელიც იქ 6 თვის განმავლობაში დარჩება.