"მემარჯვენე ოპოზიცია" სომეხი დეპუტატის ცემის ფაქტს აპროტესტებს
თბილისი.27.06.05.მედიანიუსი. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "მემარჯვენეები" და საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კერძოდ, ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიციის" წევრმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, რომ მათი ფრაქციის წევრი, წალკის მაჟორიტარი დეპუტატი აიკ მელტონიანი წალკაში სპეცრაზმმა სცემა.
ნაჭყებიას თქმით, სპეცრაზმი თავხედურად იქცევა და განურჩევლად ყველას აყენებს ფიზიკურ შეურაცყოფას.
ვიცე-სპიკერის განცხადებით კი, სპეცრაზმი წალკაში წესრიგს იცავს და კანონები ყველაზე ვრცელდება მიუხედავად იმისა, თუ ვინ რომელი ფრაქციის წევრია.