კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ჟურნალისტს ემუქრება

2 სექტემბერი, 2005

გორის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ჟურნალისტს ემუქრება

თბილისი. 1 სექტემბერი. “ჯი-ეიჩ-ენი”. გორის რაიონის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი, რევაზ გოგიაშვილი ადგილობრივ ჟურნალისტს, საბა წიწიკაშვილს ემუქრება.
 
როგორც წიწიკაშვილმა საინფორმაციო სააგანეტო “ჯი-ეიჩ-ენს” განუცხადა, დღეს გოგიაშვილმა გამგეობის შენობაში მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტის თქმით, ამ ფაქტს გამგეობის სხვა თანამშრომლებიც შეესწრნენ.

როგორც ირკვევა, გოგიაშვილის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ წიწიკაშვილი ამზადებს მასალას შპს “ძევერაზე”, რომლის მფლობელიც არის გოგიაშვილის დედის ძმა, ომარ ბუხრაძე. ეს შპს ყოფილი საბჭოთა მეურნეობის ბაზაზეა შექმნილი და რამდენიმე ერთეულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და მიწის ნაკვეთებს ფლობს.

თავის დროზე ბუხრაძე ამ შპს-ის დირექტორი იყო და, როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ბუხრაძემ იგი ჯერ მიზანმიმართულად გააკოტრა და შემდეგ  მიზერულ თანხად შეისყიდა.

ახალი ამბები