კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხელფასები მოემატათ

14 სექტემბერი, 2005

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხელფასები მოემატათ

ბათუმი. 13 სექტემბერი. “ჯი-ეიჩ-ენი". დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა მოიწვიეს. სხდომაზე იმ საკითხების დღის წესრიგი შედგა, რომელსაც უმაღლესი საბჭო 27 სექტემბერს საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

პირველი საშემოდგომო სესია ახალ დარბაზში გაიმართება. დეპუტატების განცხადებით, დღის წესრიგში 8 საკითხია შეტანილი. მათ შორის სახელფასო განაკვეთში შესატანი ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შემუშავდა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ხელფასები ეზრდებათ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, კანონში გატარებული ცლილებების შედეგად, 2300 ლარს მიიღებს. კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეები_ 1700, ხოლო რიგითი წევრები 1000 ლარს.

ახალი ამბები