კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თურქულმა კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებას პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა

8 ნოემბერი, 2005

თურქულმა კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებას პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა

თბილისი.06.11.05.მედიანიუსი. თურქულმა კომპანია “თექთაშმა”, რომელიც ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გვირაბს აშენებდა, პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
კომპანია კომპენსაციის სახით 27 მლნ. დოლარს ითხოვს.

როგორც”მედიანიუსს” ეკონომიკის სამინისტროში აცნობეს, კომპანია “თექთაში” გვირაბს 2004 წლის დასაწყისიდან აშენებდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო ამ კომპანიას მომსახურებაზე უარი უთხრა.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს უფლებების დამცველი ადვოკატისთვის აუცილებელი თანხა უკვე გამოუყო.

2004 წლის თებერვალში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქული კომპანია “თექთაშის” სარჩელით, “საქართველოს საზღვაო ბანკის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თურქული კომპანია “საზღვაო ბანკს” ფინანსური შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდა. 2001 წელს მოწერილი კომერციული შეთანხმების საფუძველზე, “საზღვაო ბანკმა” “თექთაშს” ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გვირაბის ასაშენებლად 40 მლნ. დოლარის ფინანსური გარანტია მისცა. მოგვიანებით, ბანკმა შეთანხმება დაარღვია. 2004 წლის გაზაფხულზე ეროვნულმა ბანკმა მას ლიცენზია ჩამოართვა.

 

ახალი ამბები