კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენი ლტოლვილების უკანასკნელი იმედი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა

30 დეკემბერი, 2005

ჩეჩენი ლტოლვილების უკანასკნელი იმედი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა

28 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩეჩნეთიდან ლტოლვილ მაგომედ მახაევს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა მახაევი 27 დეკემბერს დააკავეს. მის მიერ დაარსებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ ქაიდასთან“ ურთიერთობა ედება ბრალად. მაჰაევს დოკუმენტაციის გაყალბებას,  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და 24 000 ლარის მითვისებას  ედავებიან.
 
ჰუმანიტარული ორგანიზაცია „იმედი“ 2003 წლიდან პანკისის ხეობაში ჩეჩენ ლტოლვილებს სურსათ სანოვაგით უზრუნველყოფდა. „იმედი“ საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც  ჩეჩენ ლტოლვილებს რეალურ დახმარებას უწევდა.

საქმეს გენერალური პროკურატურა 2005 წლის ივლისიდან იძიებს.  ამ ხნის მანძილზე მახაევი არცთხელ არ დამალვია გამოძიებას და დაკითხვებზე ყოველთვის ცხადდებოდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია მოიწვია. პრესკონფერენციას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი დავით მანაგაძე და ჩეჩენ ლტოლვილთა საკოორდინაციო საბჭოს წევრები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს:

• მახაევის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას, რადგან არავითარი საშიშროება არ არსებობს იმისა, რომ მახაევი გამოძიებას დაემალოს;
• საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას;
• ჰუმანიტარული ორგანიზაცია “იმედის” წინააღმდეგ არსებული ბრალდების, ტერორისტულ ორგანიზაცია “ალ ქაიდასთან” კავშირში ყოფნის შესახებ, სრულად უარყოფას.

ახალი ამბები