07:16, Thursday, 09.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლ. ბერიას მეთოდები კვლავ ძალაშია - შსს-ში ადამიანის უფლებათა დამცველებს იბარებენ

08.02.2006

ლ. ბერიას მეთოდები კვლავ ძალაშია

შსს-ში ადამიანის უფლებათა დამცველებს იბარებენ

დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც მედიასა და არასამთავრობოებს აცნობა იმ ზეწოლაზე, რაც ბოლო დროს ხორციელდება ორგანიზაციაზე.

ამა წლის 1 და 2 თებერვალს შინაგან საქმეთა თანამშრომლებმა განახორციელეს რეიდი ორგანიზაციის ოფისში. ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობის საბაბით შემოსულები შეეცადნენ ორგანიზაციის წარმომადგენლების დაშინებას.

7 თებერვალს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომელმა მაიორმა თენგიზ ტყებუჩავამ ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორს უჩა ნანუაშვილს დაურეკა და აცნობა, რომ დეპარტამენტის უფროსს გია გაბუნიას სურდა მასთან გასაუბრება. კითხვაზე, თუ რა საკითხზე და რატომ უნდა გამოცხადებულიყო ნანუაშვილი შსს სამინისტროში, ტყებუჩავამ არ დააკონკრეტა და ამის მიზეზად ზოგადად ორგანიზაციის საქმიანობა დაასახელა. ამავე დროს ნანუაშვილის მოთხოვნაზე, რომ მისთვის ოფიციალური წერილი გაეგზავნათ, თუ რასთან დაკავშირებით იბარებდნენ სამინისტროში, მან უარი განაცხადა და მოსთხოვა დღის განმავლობაში გამოცხადება სამინისტროში, თუმცა კვლავ არ აუხსნია ამ ვიზიტის მიზეზი და მიზანი.

„ვფიქრობ, ანგარიშები ადამიანის უფლებებზე, რომელსაც ორგანიზაცია პერმანენტულად აქვეყნებს, ასევე კონკრეტული სასამართლო საქმეები, რომელშიც ჩარეულნი არიან უმაღლესი თანამდებობის პირები, გახდა ერთგვარი მიზეზი ამ რეიდებისა. ამჯერად შეიძლება ეს მხოლოდ და მხოლოდ სატელეფონო ზარებით შემოიფარგლოს, მაგრამ, შესაძლოა, გაგრძელდეს კიდეც. ერთი ცხადია ჩემთვის, რომ ამას სერიოზული რეაგირება უნდა მოჰყვეს“,- აცხადებს უჩა ნანუაშვილი და ამატებს, რომ „ასეთი სცენარი - შეტევა მედიასა და არასამთავრობოებზე - ყოფილ საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც ვითარდება. ამ ტალღას ვერც საქართველო ასცდა, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მცდელობისა - იყოს პროდასავლური“.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გასული წლის განმავლობაში რამდენჯერმე გახდა მუქარის და ზეწოლის ობიექტი, მაგალითად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ზაურ კვარაცხელიამ დამსმენი და მოღალატე უწოდა ორგანანიზაციის ხელმძღვანელს. ასევე იყო მუქარის ზარები პრემიერ მინისტრის მრჩევლის ნიკო ნათენაძის მხრიდან.

2006 წლის 31 დეკემბერს კახეთის გუბერნატორის მოადგილემ გია პაპუნაშვილმა გაზეთ “იმედის” რედაქტორს და ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის გურჯაანის ოფისის კოორდინატორი გელა მთივლიშვილი სიტყვიერად შეურაცყო და გამგებლის მისაღებიდან ძალის გამოყენებით გამოაგდო. გამოსვლისას კი დიქტოფონის წართმევაც დაუპირა და მას ზურგში სკამი ესროლა.

აღსანიშნავია, რომ მთივლიშვილის წინააღმდეგ მანამდეც არაერთხელ ჰქონდა ადგილი ძალადობას და ზეწოლას, 2005 წლის 22 ივნისს იგი სასტიკად იქნა ნაცემი უცნობი პირების მიერ, 2005 წლის 15 ივლისს და 23 ნოემბერს მას სახლში ორჯერ შეუგდეს ხელყუმბარა, რასაც მთივლიშვილი შემთხვევით გადაურჩა.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ორგანიზაციაზე უხეშ ზეწოლას და მისი საქმიანობის შეჩერების მცდელობას. ცენტრი ხელისუფლებას მის მიერ აღიარებული უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს და მოითხოვს ორგანიზაციაზე ზეწოლის და ძალადობის დაუყოვნებლივ შეჩერებას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC