კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ზუგდიდის გამგეობას ბაზრის ცენტრალური კარების გახსნას სთხოვს

10 თებერვალი, 2006

სახალხო დამცველი ზუგდიდის გამგეობას ბაზრის ცენტრალური კარების გახსნას სთხოვს

თბილისი.09.02.06.მედიანიუსი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ‚ რომ ზუგდიდის შპს “სუპერმარკეტის” ცენტრალურ კართან ბეტონის კედელი უკანონოდ აღიმართა. ლაპარაკია‚ ზუგდიდის რაიონის გამგეობის გასული წლის 21 დეკემბრის დადგენილებაზე‚ რომლითაც შპს “სუპერმარკეტის” ცენტრალური კარის ფუნქციონირება სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო შეიზღუდა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ‚ დადგენილებაში მითითებულია‚ რომ კარის ჩაკეტვა სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია, ამისთვის კი დროებითი ღობის აღმართვაც საკმარისია. თუმცა დროებითი ღობის ნაცვლად იქ დღემდე ბეტონის კედელია აღმართული.

“ამგვარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზუგდიდის რაიონის გამგეობამ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი‚ რომლის თანახმადაც‚ ხსენებული გადაწყვეტილების შესახებ ბაზრის მოვაჭრეები‚ როგორც დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები‚ ინფორმირებულნი უნდა ყოფილიყვნენ. ცენტრალური კარის დაკეტვა და ბეტონის კედლის აღმართვა ხელს უშლის ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას‚ კერძოდ‚ გვერდითი კარიდან რთულდება ხალხის შეუფერხებელი შესვლა-გამოსვლა. ამასთან‚ მოვაჭრეების განცხადებით‚ ცენტრალური კარის ჩაკეტვით ისინი მომხმარებელს კარგავენ. ეს კი მოქალაქეთა უფლებების დარღვევას ნიშნავს‚”_ აცხადებენ სახალხო დამცველის ოფისში.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ზუგდიდის რაიონის გამგებელს‚ უზრუნველყოს ბაზრის შესასვლელთან აღმართული ბეტონის კედლის მოშორება და ცენტრალური კარის ფუნქციონირების აღდგენა.

ახალი ამბები