კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ წარმომადგენელთა მტკიცებით, თელავის რაიონის ადმინისტრაციამ მათ წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმა

17 თებერვალი, 2006

თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ წარმომადგენელთა მტკიცებით, თელავის რაიონის ადმინისტრაციამ მათ წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმა

თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“  გენერალური დირექტორი ენრი კობახიძე და ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე ვანო ახალმოსულიშვილი აცხადებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოებს  განზრახული აქვთ მათი დაპატიმრება.

„სამართალდამცავი სტრუქტურებიდან გამოჟონილი   ინფორმაციით, ჩვენთვის იარაღისა და ნარკოტიკების  ჩადებას აპირებენ“,  - განაცხადა ენრი კობახიძემ 16 თებერვალს,   „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მოსალოდნელი პროვოკაცია,  თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გოჩა მამაცაშვილმა დაგეგმა.

კობახიძემ  პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ მამაცაშვილი „თანამგზავრის“ გაკონტროლებას ცდილობს, რადგან უკმაყოფილოა ტელეკომპანიის მუშაობით.

„თელავის რაიონსა და, მთლიანად, კახეთის რეგიონში მიმდინარე რეალურ მოვლენებს  ვაშუქებთ, მამაცაშვილს კი სურს, მის პიარს ვემსახუროთ- განაცხადა, თავის მხრივ, ვანო ახალმოსულიშვილმა.

„თანამგზავრის“ წარმომადგენელთა მტკიცებით, მამაცაშვილს მოსახლეობაში დაბალი რეიტინგი აქვს, ამის გამო მოსვენებას არ აძლევს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები და ცდილობს, „გზიდან ჩამოიშოროს არაკონტროლირებადი, დამოუკიდებელი ტელეკომპანია“.

მამაცაშვილს ადგილობრივი მედიის შევიწროებაში, კახეთის რეგიონის ჟურნალისტების გარდა, ადგილობრივი არასამთავრობოებიც ადანაშაულებენ.

ამის გამო, 4 თებერვალს, თელავის რაიონის გამგეობასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომლის მონაწილეებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის რწმუნებულს კახეთის მხარეში, პეტრე ცისკარიშვილს  მიმართვა გაუგზავნეს.

„პრეზიდენტისგან რეაგირება ჯერ არ ყოფილა“, -  ითქვა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ტელეკომპანია „თანამგზავრი“ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაშია გაერთიანებული.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ავთანდილ გვასალიას განცხადებით,  დაუშვებელია, როდესაც მედიას ხელისუფლება უპირსიპირდება. მან, თელავის გამგეობლის მოვალეობის შემსრულებელს მოუწოდა, ადგილობრივ ტელეკომპანიასთან ურთიერთობისას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით იხელმძღვანელოს.

http://www.media.ge/news_detailed.php?id_numb=439

ახალი ამბები